Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ექვსი წლის ბავშვი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექვსივე ბავშვი, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ერთ – ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ახალი პაციენტი – ექვსი წლის ბავშვი მოიყვანეს, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 17 აპრილისთვის>>

ეზუგბაიას განცხადებით, ბავშვი ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება. ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსზე სულ 39 პაციენტი მკურნალობს. აქედან ექვსი ბავშვია. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
#დარჩი სახლში: ექიმები მრევლს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენას კიდევ ერთხელ სთხოვენ

„ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა. ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ, ღამით და ის გახდა მეექვსე ბავშვი ქობულეთის წყაროდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევიდან 90 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაავადების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ხუთით გაიზარდა. 77 განკურნებული პაციენტიდან 50 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, დაავადება აღარ პროგრესირებს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველო სრული კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა

„მესამე თვეა ჩვენი დაწესებულება ასეთ მდგომარეობაშია. დარჩით სახლში, რადგან მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ძალიან რთული იყოს, ვიყოთ სახლში და დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, სახლში დავრჩეთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0