„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
დავით გოდელაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით გოდელაძე თვითნასწავლი ხელოვანია და ძირითადად ცხოვრებისულ თემებზე მუშაობს. ნახატებს ფერადი ქვებით ქმნის.

„ბევრი აღნიშნავს, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი ცოცხალია და საუბრობს“, - გვეუბნება მხატვარი და ქვებით გაცოცხლებული გმირების საოცარ გალერეას წარმოგვიდგენს.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძე
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძე

- დავამთავრე ილიას უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ამჟამად ვარ დასაქმებული ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. მაინტერესებს ყველაფერი, რაც ხელოვნებასთანაა კავშირში.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- ქვებით ქმნით საოცარ ნამუშევრებს. როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ქვებთან ჩემი პირველი შეხება დაიწყო დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც რაღაც მიზეზების გამო დავრჩი უმუშევარი და მქონდა უამრავი თავისუფალი დრო. დავიწყე ფიქრი, რა მეკეთებინა. მინდოდა რაღაც განსხვავებული შემექმნა. მინდა აღვნიშნო, რომ ვარ ადამიანი, რომელიც სულ რაღაც სიახლის ძიებაშია და სულ რაღაც ცდებს უტარებს საკუთარ თავს.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- თქვენი პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ...

- პირველი ნამუშევარი თბილისის ერთ-ერთ სკვერში შეგროვებული ქვებისგან ავაწყვე. ზუსტად იქ დავაკვირდი ქვებს. პირველი ნამუშევარი იყო ძალიან მარტივი ფორმების მქონე, რომელიც ცდის დონეზე გავაკეთე. ამის შემდეგ თანდათან დაიწყო შემდეგი ნამუშევრების შექმნა, რომლებსაც, ვფიქრობ, აქვთ დახვეწილი ფორმა და ვიზუალი.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- როცა პირველ ნამუშევარს ქმნიდით, წარმოგედგინათ ის, რაც არის ახლა?

- საერთოდ არ წამომედგინა მანამდე, თუ ქვებით შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი არტის შექმნა და მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე გავაკეთებდი ამას. მაგრამ როცა ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის განვითარებას, აუცილებლად გამოუვა ეს.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- როგორ პოულობთ შესაფერის ქვებს, როგორ უხამებთ ერთმანეთს?

- ჩემს თავს ქვებზე მონადირეს ვუწოდებ. ქვებზე „ვნადირობ“ ყველგან, მათ შორის მდინარის ნაპირზეც და ქუჩაშიც. თუ ქვა მომეწონა, მომაქვს ნებისმიერი ადგილიდან. რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია. მსგავსი კითხვა ბევრს დაუსვამს, როგორ ვუხამებ ერთმანეთს ქვებს, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ ხედვა და ბევრი ფიქრია საჭირო. ქვების სწორად შეხამებით იქმნება დახვეწილი ნამუშევარი.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- რამდენი ხანი სჭირდება, რომ ნამუშევარმა დასრულებული სახე მიიღოს?

- ყველაფერი ნამუშევრის ზომასა და სირთულეზეა დამოკიდებული. უპირატესობას ნამუშევრის ხარისხსა და დახვეწილ ფორმებს ვანიჭებ. აქედან გამომდინარე შექმნისას ვცდილობ არ ვიჩქარო. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ დღეში სამი ნამუშევარი შემიქმნია.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- სახელებს თუ არქმევთ თქვენს ნახატებს?

- ზოგიერთ ნახატს ვარქმევ, მაგრამ ძირითადად ონლაინ დამთვალიერებელი (ონლაინ იმიტომ, რომ ჯერ გამოფენა არ მქონია) ან მყიდველი არქმევს სახელს.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- რაიმე ამბავი ან ისტორია თუ გადმოგიციათ, გაგიცოცხლებიათ ქვებით თქვენს ნამუშევრებში?

- ჩემს ერთ-ერთ ნახატში გადმოვეცი და გავაცოცხლე ბებიაჩემის და მისი ძაღლის ურთიერთობა. ბებია გორის რაიონში ცხოვრობს. ერთი თვის იყო ტობი, როცა მოიყვანეს. ცალკე ისტორიაა მათი ურთიერთობა. ბებია ტობის გარეშე და ტობი ბებიას გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. ზოგადად, ბევრი აღნიშნავს, რომ ყველა ნამუშევარი თითქოს ცოცხალია და საუბრობს.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- რომელიმე ნამუშევრის გამორჩევა შეგიძლიათ?

- ალბათ, არ შემიძლია რომელიმეს გამორჩევა... თუმცა ეს ნამუშევარი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დამარწმუნა, რომ შემიძლია.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- ქვები ბუნებრივი ფერისაა თუ ღებავთ?

- უპირატესობას ბუნებრივ ქვას ვანიჭებ. თუ ქვის ზედაპირი არაა ვიზუალურად ისეთი, როგორიც მინდა რომ იყოს, ამ შემთხვევაში ვღებავ.

© photo: courtesy of Davit Godeladzeდავით გოდელაძის შემოქმედება
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას მე გავაკეთებდი“ - ქვებით გაცოცხლებული საოცარი ამბები - Sputnik საქართველო
დავით გოდელაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გეგმებს რაც შეეხება, არის რაღაც პატარა გეგმები, მაგალითად, გამოფენასთან დაკავშირებით და, იმედია, უახლოეს მომავალში განვახორციელებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0