Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დადასტურებულია კვლევით: კორონავირუსის სრულად განადგურების ტემპერატურა დადგენილია

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერიმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათი კვლევის შედეგები ხელს შუწყობს ვირუსის დეზაქტივაციისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი პროტოკოლის შერჩევას, რაც COVID-19-ით დაავადებულებთან მომუშავე მედპერსონალს ინფიცირების რისკებისგან დაიცავს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. კორონავირუსი სრულად ნადგურდება იმ შემთხვევაში, თუ ის 15 წუთის განმავლობაში 92 გრადუს სიცხეში აღმოჩნდება, აცხადებენ ფრანგი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია პორტალზე bioRxiv

ქუჩაში გამვლელი პანდემიის დროს - Sputnik საქართველო
მსოფლიო ღამით: ჩინეთის ეკონომიკა დაეცა, აშშ დღეიდან კარანტინის მოხსნას იწყებს

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული აფრიკული მწვანე მაიმუნის თირკმლის უჯრედები გამოიყენეს. დაავადებული უჯრედები ორ სინჯარაში მოათავსეს, რომელთაგან ერთში სტერილური გარემო შექმნეს, მეორეში კი — ბუნებრივთან მიახლოებული, ცხოველური წარმოშობის ცილებით.

სტერილურ გარემოში მოხვედრილი შტამები ერთი საათის განმავლობაში 60 გრადუსამდე გახურების შემდეგ სრულად დეზაქტივირებული აღმოჩნდა, ბუნებრივ გარემოში მოთავსებულთაგან ზოგი კი კვლავ ინარჩუნებდა გამრავლების უნარს.

ამის შემდეგ სწავლულებმა ვირუსები 92 გრადუსამდე გაახურეს. აღნიშნული ტემპერატურა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ კორონავირუსის ყველა შტამი 15 წუთში სრულად განადგურებულიყო.

მსოფლიოში პირველი: კორონავირუსზე აცრილი ქალი შეგრძნებებზე საუბრობს>>

ექსპერიმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათი კვლევის შედეგები ხელს შუწყობს ვირუსის დეზაქტივაციისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი პროტოკოლის შერჩევას, რაც COVID-19-ით დაავადებულებთან მომუშავე მედპერსონალს ინფიცირების რისკებისგან დაიცავს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 158 250 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 144 243 და განკურნებულია 543 999 პაციენტი.

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 671 331 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (184 948), მესამეზე — იტალია (168 941).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 75-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0