თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 158 250 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 144 243 და განკურნებულია 543 999 პაციენტი.
ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 671 331 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (184 948), მესამეზე — იტალია (168 941).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 75-ს შეადგენს.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული და მასთან დაკავშირებულის რამდენიმე საინტერესო მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში 16–17 აპრილის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება:
- ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის გავლენით წლიური 6,8%-ით დაეცა. ქვეყნის ეკონომიკამ უარყოფითი ზრდა პირველად დააფიქსირა 1992 წლის შემდეგ. აღნიშნული მაჩვენებელი იმაზე უარესია, ვიდრე ამას ექსპერტები პროგნოზირებდნენ;
- ლეგენდარული Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი მიიჩნევს, რომ COVID-19-ის პანდემიაში ხორცის მჭამელი ადამიანები არიან დამნაშავენი;
Exclusive: @DrBrianMay backs widespread veganism after coronavirus crisis: “Eating animals has brought us to our knees” https://t.co/EYXXUObKhg pic.twitter.com/CkWJuMc7WQ
— NME (@NME) April 15, 2020
- ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს ტემპერატურა, რომელზეც SARS-Cov-2 სრულად იღუპება 15 წუთის განმავლობაში. კვლევისთვის მათ ინფიცირებული მაიმუნის თირკმლის უჯრედები გამოიყენეს (მასალას დეტალურად ცალკე შემოგთავაზებთ);
- აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა საკარანტინო ზომების მოხსნას იწყებს – ზოგი შტატი უკვე პარასკევს შეუდგება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას;
- დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა კარანტინში მოქცეული ხალხის თავშესაქცევად „ტრამპის ფაზლი“ გამოუშვა;
With nearly 500,000 Americans diagnosed with #coronavirus, and NYC hiring laborers to bury the dead in the potters field on Hart Island, the Trump campaign just sent out this ad for a jigsaw puzzle. He's a monster, a sociopathic mass murderer who should be in federal prison. pic.twitter.com/gDHOz8QvpL
— Steve Silberman (@stevesilberman) April 10, 2020
- გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის თქმით, კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული გლობალური რეცესიის პირობებში გამორიცხული არ არის, რომ 2020 წელს მსოფლიო ასობით ათასი ბავშვის სიკვდილის მომსწრე გახდეს (მასალას დეტალურად ცალკე შემოგთავაზებთ);
- ვირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში COVID-19-ის სტატისტიკა თავიდან გადათვალეს. ახალი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა ქალაქში 50 333 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილების რაოდენობა 3869-მდე გაიზარდა;
- იაპონიის ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს 100 ათას იენს (დაახლოებით 930 აშშ დოლარი) გადაუხდის მატერიალური დახმარების სახით...