Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

STOP COVID: აპლიკაცია 150 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გადმოიწერა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპლიკაცია, რომელიც ავსტრიაში შეიქმნა, უკვე გამოიცადა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში და დადებითი შედეგები აჩვენა.

თბილისი, 17 აპრილი – Sputnk. საქართველოში ხუთშაბათს ამოქმედებული მობილური აპლიკაცია STOP COVID, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს, იყო თუ არა ის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში, უკვე 151,3 ათასზე მომხმარებელმა გადმოწერა. 

ბლოკპოსტი თბილისის შემოსასვლელში - Sputnik საქართველო
საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა

მათ შორის, ვინც აპლიკაცია გადმოიწერა, 92 ათასზე მეტი Android-ის, ხოლო 59,3 ათასზე მეტი iOS-ის მომხმარებელია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში გავრცელებული ინოვაციური პროგრამა შექმნილია კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება იმ პირების დროული ინფორმირების მეშვეობით, რომლებსაც, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ ინფიცირებულთან.

პროგრამის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ის საძიებო სისტემაში უნდა ჩაწეროს STOP COVID, ხოლო ანდროიდის მომხმარებელმა ის Google Play-დან უნდა გადმოწეროს სახელწოდებით NOVID20.

ბმულები გადმოწერისთვის განთავსებულია ასევე ვებ-გვერდებზე www.moh.ge და www.stopcov.ge.

აპლიკაციის გადმოწერისა და ინსტალაციის შემდეგ საჭირო არ არის რეგისტრაციის გავლა, შესაბამისად, მომხმარებელს არ შეჰყავს პირადი ინფორმაცია. 

ექიმები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის დახმარებითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ტელეფონში ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემების გამოყენებით ინახება. მომხარებელს სრული კონტროლი აქვს საკუთარ მონაცემებზე და თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს, როდის და რა სახის ინფორმაციის გამჟღავნება სურს.

იმის დასადგენად, თუ რომელი სმარტფონები იყო ერთმანეთთან ახლოს, გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები.

ინფორმაცია აპლიკაციით მოსარგებლე მომხმარებლის ურთიერთობის შესახებ – კონტაქტის თარიღი, ხანგრძლივობა (10 წუთზე მეტი) და დისტანცია (2 მეტრზე ნაკლები) დაშიფრული სახით ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში.

თუ ვინმეს დაუდასტურდება კორონავირუსი, პირები, რომლებსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი დადასტურებული დიაგნოზის მქონე ადამიანთან, აპლიკაციის მეშვეობით მიიღებენ გაფრთხილებას ინსტრუქციასთან ერთად – დარჩით სახლში და დაუყოვნებლივ მიმართეთ შესაბამის ორგანოს.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა. ის უფასოდაა ხელმისაწვდომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის.

ანდროიდის მომხმარებელს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლია ბმულიდან https://bit.ly/3bkYphX, ხოლო iOS-ის მომხმარებელს – https://apple.co/2V92MXw.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 370 მოქალაქეს, გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – სამი.

 

ყველა ახალი ამბავი
0