Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ნათია თურნავა: შემდეგ კვირაში ონლაინ–კომპანიების მონიტორინგს დავიწყებთ

გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  ბიზნესების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი კომპანია არის შემოწმებული

 

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. შესაბამისი უწყებები მომავალი კვირიდან დაიწყებენ ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების შემოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე. 

ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების გამო 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა და განსაზღვრა კონკრეტული საწარმოები, რომელთაც მუშაობის უფლება ჰქონდათ. მოგვიანებით გადაწყდა ამ სიის გაფართოება იმათთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებულ წესებს დაიცავდა. საქართველოში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ყველა ონლაინ-მაღაზია დაიხურა, თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ ყოველ მათგანს მისცა შესაძლებლობა, დაადასტუროს, რომ იცავს სანიტარულ ნორმებს, რათა განაგრძოს მუშაობა.

„შემდეგ კვირაში ჩვენ  პრიორიტეტულად დავიწყებთ ონლაინ–ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რათა ეს სექტორი უფრო სწრაფად და  ხარისხიანად შევამზადოთ იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა  ექნებათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, როდესაც ეკონომიკა ამუშავდება, მთავრობის პრიორიტეტი იქნება ონლაინ–ვაჭრობის განვითარება და იმ კომპანიების დახმარება, რომლებიც ონლაინ–გაყიდვებითაა დაკავებული.

კომპანიების შემოწმებას ახორციელებენ ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორები, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. ამ დროისთვის 300-ზე მეტი კომპანია არის შემოწმებული.

მინისტრის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ  ბიზნესების აქტიურად ამოქმედება დაიწყება. 

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
მილიარდნახევარი განათლებაზე – რაში დაიხარჯება თანხა ბიუჯეტიდან

 „მინდა, ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარების გათვალისწინებით, როდესაც პრაქტიკულად ახლა შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს. საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომლებიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან დაიწყოს ისევ მუშაობა“, – განაცხადა თურნავამ.

მისი სიტყვებით, მთავრობა ეკონომიკაში სტაგნაციის ამ პერიოდს აქტიურად იყენებს, რათა მოიგოს დრო შეამოწმოს ბიზნესი სანიტარული ნორმების დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით.

„ამ პერიოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც უნდა დააკმაყოფილონ, რათა როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ  შემაკავებელი ზომების შერბილება და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, რათა ყველა იყოს ამისთვის მზად და შემოწმებისთვის დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დარტყმა ეკონომიკაზე

კორონავირუსის აფეთქებამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. ზარალს განიცდის ქვეყანაში არსებული ბიზნესის ყველა სფერო. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი უმუშევარი დარჩა. კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ხელისუფლებამ სამი კვირის განმავლობაში აქტიური და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსიტიტუტებთან ფინანსური დახმარების მიღებისთვის.

წლის ბოლომდე ქვეყანა ეკონომიკის განვითარებისთვის 1,5 მლრდ დოლარს მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 370–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 79. გარდაიცვალა 3.

ყველა ახალი ამბავი
0