Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში

გამოწერა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა 30 ადამიანით გაზრდამ საქართველოში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია და ეკონომიკის განვითარების და მოსახლეობის დახმარების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა

გარდა ამისა, არანაკლებ აქტუალური გახდა საქართველოსთვის აღდგომის აღნიშვნის თემა, რომელსაც ქვეყანაში განსაკუთრებულად მასობრივად ზეიმობენ.

კორონავირუსის რეალური საფრთხე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო გადავიდა კორონავირუსის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელებაზე, ანუ ქვეყანაში ინფიცირების საფრთხე გაიზარდა.

„საქართველოში დღეისათვის კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, პროგნოზირება იმისა, თუ როდის იქნება პიკი, შეუძლებელია“, - განაცხადა გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ გავრცელება ძალიან სწრაფი გახდება, საჭირო გახდება სრული კარანტინის შემოღება.

„იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა გახარიამ.

მკაცრი ზომები

იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, საქართველოს ხელისუფლებამ სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელოს.

ამ თარიღამდე იმოქმედებს ყველა არსებული შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი, სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა და კარანტინი 70 წელს ზემოდ გადაცილებული პირებისთვის.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
თბილისი იკეტება – საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამკაცრებს

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისთვის მთლიანად იკეტება თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი.

ძალაში რჩება კარანტინის მოქმედება მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის რაიონებში, ასევე ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, აგრეთვე ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში.

გარდა ამისა, გაგრძელდება კონტროლი გორის, ფოთის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, ვანისა და ცაგერის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელზე.

© Sputnik / Alexander Imedashviliბლოკპოსტი თბილისის შესასვლელთან
საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში - Sputnik საქართველო
ბლოკპოსტი თბილისის შესასვლელთან

„ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ COVID–19  არის ჩვენს ცხოვრებაში მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია... უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა“, - განაცხადა გახარიამ.

ეკლესიების საკითხი

ზომების გამკაცრების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილა, რომ აღდგომაზე ეკლესიები არ დაიკეტება.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინიც გამოცხადდეს

„მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს. მე დარწმუნებული ვარ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა გახარიამ.

ამავე დროს მან აღიარა, რომ ბზობის კვირას ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.

„გულახდილად ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. ჩენ ვგეგმავთ ჯარიმების გამკაცრებას მათი აღსრულების ნაწილში“, - განაცხადა გახარიამ.
© Sputnik / STRINGERროგორ ჩაიარა ბზობამ თბილისში კარანტინის პირობებში
საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში - Sputnik საქართველო
როგორ ჩაიარა ბზობამ თბილისში კარანტინის პირობებში

პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოების მონახულება სერიოზულად შეიზღუდოს.

„გადაწყვეტილებას ორ დღეში მივიღებთ“, - აღნიშნა მან.

მთავრობის მთავარი ამოცანა

კორონავირუსის გავრცელების და იძულებითი სოციალური თვითიზოლაციის პერიოდში ვაჭრობის სისტემა ძალიან შეიზღუდება.

„სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. იმის, რისი ყიდვაც ადამიანს შეუძლია სასურსათო სუპერმარკეტში და აფთიაქში, სხვაგან, სპეციალიზირებული სახით, არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის, ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ მაქსიმალური შეზღუდვებით ჩვენი მოქალაქეები სახლში შევინარჩუნოთ და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რაც უფრო მკაცრი ზომები იქნება, უფრო ადრე მოიხსნება შეზღუდვები.

მოსახლეობის დახმარება

ამასთან, მთავრობამ მოსახლეობის დახმარების მიზნით ანტიკრიზისულ გეგმას ამზადებს.

„სჭირდება დაფიქსირება სამსახური ვინ დაკარგა, ვინ იყო თვითდასაქმებული და კიდევ ბევრი რაღაც სჭირდება. ან თვითდასაქმებულებს, რომლების იდენტიფიცირებაც პრობლემა იქნება, როგორ ვეხმარებით. გარდა ამისა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად დაუცველების ნაწილშიც გარკვეული კრიტერიუმი შესაცვლელი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

ქარხანა - Sputnik საქართველო
თურნავა: მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და დონორებთან პარამეტრების განხილვის გარეშე საუბარი პორტფელებზე არასერიოზულია, თუმცა ყოველთვიური დახმარება საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება.

გახარიამ პირობა დადო, რომ პასუხს მოსთხოვს ყველა იმ კომპანიას, რომელმაც თანამშრომლები უხელფასოდ გაუშვეს.

„იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და ესეც არ გადაუხადეს, მათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამაში. დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს“, - ხაზი გაუსვა გახარიამ.

მან გააფრთხილა კომპანიები, რომ კრიზისის შემდეგ სანქციები ყველა არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს შეეხება.

ფინანსური საკითხი

საქართველომ დახმარების მიღების გარანტიები უკვე მოიპოვა. ასე, მაგალითად, ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელების ფარგლებში 447 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

გარდა ამისა, საქართველოს ისეთი ფინანსური პარტნიორები, როგორიცაა ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს წლის ბოლომდე 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოუყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0