Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში ხუთი დღით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაცობი ხაშმის ბლოკპოსტთან
საცობი ხაშმის ბლოკპოსტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა - 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება დისტრიბუციის მანქანებზე და ტვირთების გადაზიდვაზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ასევე, პირბადეეების ტარება სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში და კანონის დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

მთავრობამ დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ ზრდასთან დაკავშირებით მიიღო. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 348-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0