Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში - დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 76 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 50 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განიკურნა, დღეს საავადმყოფო ერთ-ერთმა მძიმე მაციენტმა დატოვა

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მიიღო, განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„დღეს სამი პაციენტი მივიღეთ. დილით ჩვენს ცენტრს 37 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა, სამი პაციენტი მივიღეთ. ერთი წყარო არის მარნეულიდან, ორი პაციენტის წყაროს კვლევა წარმოებს და ალბათ, შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, კლინიკაში 40 დადასტურებული პაციენტი გვიწევს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საცობი ხაშმის ბლოკპოსტთან - Sputnik საქართველო
საქართველოში ხუთი დღით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება

ეზუგბაიას განმარტებით, 348 ინფიცირებულიდან 89 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. ასევე, 76 გამოჯანმრთელებულიდან 50 - თბილისის ინფექციურის პაციენტია.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი მათ ცენტრში ყველაზე მძიმე მდგომარეობით იყო მოთავსებული.

„აღსანიშნავია, რომ პაციენტი, რომელიც დღეს ჩვენ, როგორც გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა არაინვაზიურ ვენტილაციაზე. ეს პირველი პაციენტია, ყველაზე მძიმე კრიტიკული პაციენტი, ჩვენი ცენტრიდან, რომელიც დღეს გაეწერა და ძალიან სასიხარულოა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, ინფექციას სამი ადამიანი შეეწირა. კარანტინში მყოფთა რაოდენობა 5000-ს აღწევს, ექიმების დაკვირვების ქვეშ 494 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 31 მარტიდან - კომენდანტის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0