Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ადამიანების უპასუხისმგებლობამ შეიძლება მეორე იტალიამდე მიგვიყვანოს – ლევან რატიანი

© photo: Sputnikპირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ შვიდ ახალშობილს და ხუთ ორსულს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდგინდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ის, რაც იტალიაში ხდება, გამოწვეულია ადამიანების არასათანადო დამოკიდებულებითა და უპახუსისმგებლობით. ამ სტადიაზე სამი გარდაცვლილი გვყავს. ისე ნუ გაააკეთებთ, რომ უპასუხისმგებლობის გამო ამ რიცხვს ნულები მიემატოს! - ასეთი ემოციური იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის საზოგადოებისადმი მიმართვა დილით გამართულ ბრიფინგზე.

რატიანის სიტყვებით, ამ დროისათვის კლინიკაში 97 პაციენტი მკურნალობს, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: 9 მაისისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ შეიძლება 2 ათასს მიაღწიოს

„ჩვენს კლინიკაში 97 პაციენტია, აქედან 78 კორონავირუსით ინფიცირებული. მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა 78-დან 47 შემთხვევაშია დაფიქსირებული. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი ექიმების, თერაპევტებისა და ინფექციური დაავადებების სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა რატიანმა.

მისი სიტყვებით, დღეს კლინიკა ერთმა ორსულმა ქალმა და კიდევ ორმა პაციენტმა უნდა დატოვონ. კლინიკიდან ასევე გაეწერება ხუთი ორსული ქალი, რომელთაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსის ინფექცია.

ლევან რატიანმა ჟურნალისტებს კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია მიაწოდა – კორონავირუსი არ დაუდგინდა კლინიკაში მოთავსებულ შვიდ ახალშობილსაც.

რატიანმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 336-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა 3. კიდევ სამი ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანეს თურქეთიდან და სომხეთიდან. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 494 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0