Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ნაწილი 60 წელზე მეტი ასაკის და 70 წელს გადაცილებულია, თუმცა ქრონიკული დაავადება არც არ ერთს აქვს

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. სამშაბათს ინფიცირებულთა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა, რამაც საქართველოში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის დაავადება არ პროგრესირებს.

„ორ პრობლემურ პაციენტთან, საბედნიეროდ, დაავადება არ პროგრესირებს, სტაბილიზაცია უკვე დადგა, მაგრამ ჯერ მაინც პროგნოზი შეუძლებელია და ისევ პრობლემურ პაციენტებად მოიაზრებიან. დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, რამდენიმე დღეა, მათთანაც პროგრესირება არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მედიკოსი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მოზარდების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, არც მათთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ნაწილი 60 წელზე მეტი ასაკის და 70 წელს გადაცილებულია, თუმცა ქრონიკული დაავადება არც ერთს არ აქვს. რაც შეეხება პაციენტების ტესტირებას, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კიდევ 12 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა >>

დღეს ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ორმა პაციენტმა დაამარცხა.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 463 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0