Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სოფელ სავანეთში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

© Sputnik / Alex Shlamovბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ სავანეთში კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმსა და მძღოლის შვილს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება, განაცხადა ჟურნალისტებთან ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია: კალაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფექციის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

„ჩვენ განვიხილეთ მდგომარეობა და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი ჩაიკეტება. სოფელში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. 38 მედპერსონალი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რომლებიც მკაცრი კარანტინის სივრცეებში არიან გადანაწილებული“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის სიტყვებით, ინფექცია დაუდგინდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმსა და მძღოლის შვილს. სულ ბოლნისის რაიონში კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებული.

ექიმები კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან.

მარნეული და ბოლნისი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

თუმცა, ეპიდაფეთქების საფრთხის გამო ზოგიერთ ადგილზე მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. მარნეულსა და ბოლნისთან ერთად, იგი შემოიღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე ქობულეთის რაიონის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში, წყავროკაში და ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 463 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0