აზერბაიჯანი საქართველოს მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ თბილისში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს დახმარების სახით სასურსათო პაკეტები გადასცა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო სასურსათო დახმარების კამპანიას ახორციელებს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა>>

სამშაბათს, 14 აპრილს თბილისში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს ყუთები, რომელშიც სასურსათო საქონელი იყო მოთავსებული. ღონისძიებაში მონაწილეობდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ აქცია ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად ტარდება.

„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – ვებრძოლოთ კორონავირუსს მთელი ძალით, და ვიცი, რომ ამ პრობლემას მალე დავძლევთ. საქართველოს მთავრობა ამისთვის მთელ ძალისხმევას გამოიჩენს“, – განაცხადა დიპლომატმა.

უფრო ადრე აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი მარნეულში ჩაიტანა. სურსათით სავსე 600 ყუთი უკვე დაურიგდა რაიონის შეჭირვებულ მოსახლეობას.

 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
მილიარდ ნახევარი საქართველოს ეკონომიკისთვის: დონორებთან მოლაპარაკებების შედეგები

მომდევნო დღეს საელჩომ პროდუქტის პაკეტები ასევე გადასცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს – სულ 2100-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პენსიონერებსა და გაჭირვებულ მოქალაქეებს.

„აზერბაიჯანის საელჩომ გადმოგვცა პროდუქტების პაკეტები სხვადასხვა კატეგორიის დაუცველი ჯგუფებისთვის. მინდა აზერბაიჯანულ მხარეს ამ ინიციატივისთვის მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადაშვილმა.

აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება 11 აპრილს ჩაიტანა რუსთავსა და გარდაბანშიც. სულ სასურსათო დახმარება მიიღო ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 200-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0