მოვასწროთ აკრძალვამდე: თბილისს ასობით ავტომობილი ტოვებს - ვიდეო

გამოწერა
თბილისის შემოსასვლელებში დიდი "საცობებია". მიზეზი ისაა, რომ ქალაქი საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცების გამო იკეტება.

იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რა მდგომარეობაა ბლოკ-პოსტებზე.

სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი დიდი ქალაქის ათი დღით დაკეტვის შესახებ გააკეთა განცხადება. აკრძალვა ეხება თბილისს, რუსთავს, ბათუმსა და ქუთაისს. შეზღუდვები ძალაში 15 აპრილის 21:00 საათიდან შევა. 

სასაფლაო - Sputnik საქართველო
გახარია: შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს

ბლოკ-პოსტების გავლის უფლება ექნებათ მხოლოდ ექიმებს, ჟურნალისტებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასევე გაგრძელდება სატვირთო გადაზიდვები.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 10 მაისამდე გაგრძელდება.

ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19 306 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0