Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გახარია: შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს

© photo: Sputnikსასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აღდგომის დღებში საფლავებზე გასვლა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეიძლება შეიზღუდოს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik.  საქართველოში სააღდგომო დღესასწაულების დროს შეიძლება საფლავებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
თბილისი იკეტება – საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამკაცრებს

მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში. აღდგომის მერე დღეს, ტრადიციულად, ხსოვნის დღე აღინიშნება და მოსახლეობა საფლავებზე გადის. ხელისუფლების აზრით, ეს გაზრდის ქალაქში ადამიანების მობილობას, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს.

„მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოეს ორ დღეში და რა თქმა უნდა, მოსახლეობას  წინასწარ გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით,  ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს სამწუხარო ფაქტია, „მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.

დღეისათვის საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი და  სამზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა  – დამრღვევი სამი ათასი ლარით ჯარიმდება.

ყველა ახალი ამბავი
0