Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს ცხრა მოქალაქე გარდაიცვალა

© REUTERS / ALESSANDRO GAROFALOკორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა
კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოსთვის კი ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 92 მოქალაქის ინფიცირების, ხოლო გარდაცვალების ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

ეკლესია - Sputnik საქართველო
სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეკლესიაში ღვთისმსახურება  ჩაატარა

გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად მიეწოდება.

„საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისას აქვს წარმატებებიც. გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, მაგრამ ამავდროულად გვაქვს სამი სიკვდილი. ვერ მოვუარეთ იმ ხანდაზმულებს, იქ იყო ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებში ინფიცირების 92 შემთხვევა. ამ ინფორმაციას ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურად ვიღებთ. სამწუხაროდ, არის ცხრა გარდაცვლილი“,  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოსთვის კი ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0