თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ეხმარება, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 14 აპრილისთვის >>
სამხედროები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის საკარანტინე ზონებში მოწყობილ 75 ბლოკპოსტზე ტრანსპორტის გადაადგილებას აკონტროლებენ. სამხედროები მოქალაქეების თერმოსკრინგს და ავტომობილების დეზინფექციას ახორციელებენ.
როგორც ტელეკომპანია Imedi თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, 22 მარტიდან 14 აპრილამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს.
დღეისათვის ვირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო მკაცრი კარანტინი შემოღებულია საქართველოს შემდეგ რაიონში: მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის, ასევე ქობულეთის რაიონის სოფლებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა, წყავროკა და ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში. ყველა ამ რაიონში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები, უამრავი შესაძლო კონტაქტით.