Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსი უკვე ექვს თანამშრომელს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მედიცინის ინსტიტუტი ორი კვირით დაიკეტა - გუშინ ერთს, დღეს კი ხუთ მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი, 13 აპრილი – Sputnk. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის (TIM) ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, კლინიკა ორი კვირით დაიხურა. 

როგორც ტაბიძემ აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნილი 25 ტესტიდან 9-ზე დადებითი პასუხი მოვიდა. აქედან ხუთი მედპერსონალია. სავარაუდოდ, მედმუშაკები თავის კლინიკაში დაინფიცირდნენ.

„დღეს ჩვენ გავაგზავნეთ 25 ანალიზი კვლევისათვის და იქიდან 9 პასუხი მივიღეთ დადებითი. თბილისის მედიცინის ინსტიტუტიდან გვყავს ჩვენ 5 პაციენტი, მედპერსონალია. კიდევ ერთი პაციენტი მათი ნათესავია. 9 ახალი პაციენტიდან დანარჩენი 4 პაციენტი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის - უცხოეთიდან ჩამოსული, კონტაქტები და ასე შემდეგ. 9 პაციენტი დაგვემატა დღეს საღამოს კოვიდინფექციით და გვყავს 12 დაინფიცირებული“, - განაცხადა ტაბიძემ.
სტაციონარი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში: დეტალები

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ სამ პაციენტს, რომელიც მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დევი ტაბიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გუშინ ასევე დაიხურა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა 72 წლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი 5 მარტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა და კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 272-ს შეადგენდა, მათგან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 3. ასევე, სამი პირი სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0