Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COIVD-19-ის ფსიქოლოგიური შედეგები: ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტი ირწმუნება, რომ ყოფილმა ინფიცირებულებმა შესაძლოა მთელი რიგი ფლეშ-ბექები განიცადონ და ისინი საშინელმა მოგონებებმა შეიპყროს, რაც მათ მოულოდნელად დაეწყებათ და წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებათ.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კორონავირუსული პანდემიის გამო ხანგრძლივი იზოლაცია ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს ადამიანებში, მათ შორის, დეპრესიებს, პოსტტრავმულ აშლილობებსა და სუიციდიალურ განწყობებსაც კი, განაცხადა იტალიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა სარა რეჯინელამ.

„ათასობით ადამიანი, რომლებიც ახლა საავადმყოფოებში იმყოფებიან, ან მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადიან, მთელ დროს მარტოობაში ატარებენ. ხოლო როცა საუბარია ფილტვების ვენტილაციის აპარატზე, ამას შეუძლია ღრმა კვალი დატოვოს პიროვნებაზე — ფიზიკურად ისინი გამოჯანმრთელდებიან, მაგრამ ფსიქოლოგიურად შესაძლოა დაზარალდნენ. როცა რეანიმაციაში ერთ პოზაში წევხარ და ლაპარაკის საშუალება არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება საუბარი დეპრესიისა და პოსტტრავმული აშლილობების საფრთხეზე“, — მიაჩნია სპეციალისტს.

სარა რეჯინელას თქმით, ამგვარი აშლილობების შემთხვევაში ყოფილმა ინფიცირებულებმა შესაძლოა მთელი რიგი ფლეშ-ბექები განიცადონ და ისინი საშინელმა მოგონებებმა შეიპყროს. ეს მათ მოულოდნელად დაეწყებათ და წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებათ. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
პანდემია ადამიანებს შეცვლის: ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის მოსაზრება

„მსგავს აშლილობებს შეუძლია სერიოზულად გააუარესოს მათი ცხოვრების ხარისხი მას შემდეგაც კი, რაც კორონავირუსისგან განიკურნებიან. ამგვარი ხანგრძლივი იზოლაციისთვის ხომ არც ერთი ჩვენგანი არ იყო მომზადებული“, — აცხადებს ექიმი.

სარა რეჯინელა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური კუთხით ბოლო კვირებში ადამიანების მდგომარეობა გაუარესდა.

„არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს: ჩნდება ეკონომიკური პრობლემები, ბევრს სამსახურის დაკარგვის საფრთხე შეექმნა და დეპრესიის დონეც იზრდება“, — განმარტა ფსიქოთერაპევტმა.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ სუიციდების რაოდენობაც გაიზარდოს. ამიტომ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებმა არ უნდა შეწყვიტონ მუდმივ რეჟიმში მუშაობა.

სახლში დარჩენილი შიშები, ურთიერთობები ოჯახში და კორონავირუსი - ფსიქოლოგი გვირჩევს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 850 807 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 114 251 და განკურნებულია 2 816 674 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 557 571 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (166 831), მესამეზე — იტალია (156 363). 

ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 70-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0