Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პანდემია ადამიანებს შეცვლის: ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის მოსაზრება

გამოწერა
აღსანიშნავია, რომ დასავლური მასმედიის მონაცემებით, ამ დროისათვის დახლოებით ერთი მილიარდი ადამიანია კარანტინში.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა კარანტინმა შესაძლოა ადამიანები ბევრად ემოციური გახადოს და მათ გრძნობების ფიზიკურად გამოხატვა ასწავლოს, მიაჩნია ბრიტანეთის ოჯახური თერაპიის ასოციაციის ხელმძღვანელს რენე სინგჰს. 

SARS-CoV-2 უჯრედის ზედაპირზე  - Sputnik საქართველო
ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ

მისი თქმით, ტერმინი „სოციალური დისტანცირება“ უნდა შეიცვალოს „ფიზიკური დისტანცირებით“, ვინაიდან, მიუხედავად საკარანტინო ზომებისა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ისინი ბევრად უფრო სოციალურები არიან, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ჩვენ ახლა ბევრად სოციალურები ვართ, ვიდრე აქამდე. უბრალოდ, ურთიერთობა ონლაინ–რეჟიმშია გადატანილი“, — განაცხადა ფსიქოთერაპევტმა.

მისი ვარაუდით, კარანტინის დასრულების შემდეგ ადამიანებს შორის ურთიერთობის ახალი დონე ჩამოყალიბდება.

„ზოგი ოჯახი ახლა გაყოფილია და, ვფიქრობ, როცა ისინი, ბოლოს და ბოლოს, შეხვდებიან ერთმანეთს, გრძნობების ფიზიკური გამოხატვა ბევრად მოიმატებს. შესაძლოა, ფიზიკური დისტანცირების პერიოდის მოულოდნელ შედეგად ისიც იქცეს, რომ ადამიანები უფრო ექსპრესიულები, ემოციურები და დემონსტრაციულები გავხდეთ გრძნობების გამოხატვაში“, — ამბობს ფსიქოთერაპევტი.

აღსანიშნავია, რომ დასავლური მასმედიის მონაცემებით, ამ დროისათვის დახლოებით ერთი მილიარდი ადამიანია კარანტინში.

© Sputnik / STRINGERთბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან
პანდემია ადამიანებს შეცვლის: ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის მოსაზრება - Sputnik საქართველო
თბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 601 984 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 95 731 და განკურნებულია 355 066 პაციენტი.   

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 466 033 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (153 222), მესამეზე — იტალია (143 626). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 63-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0