Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოში 5300-ზე მეტი თანამემამულე დააბრუნა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი ცაში
თვითმფრინავი ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში დამოუკიდებლად დაბრუნებას ვერ ახერხებენ

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა სამშობლოში 5 319 თანამემამულე, რომლებმაც უცხოეთიდან დაბრუნება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოახერხეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოდან სომხეთისკენ მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა >>

საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ასევე დახმარება გაუწიეს 3571 საქართველოს მოქალაქეს - ისინი უზრუნველყვეს საცხოვრებლით, ტრანსპორტით, საკვებით, მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების სხვა ნივთებით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
აშშ სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეები შტატებიდან არ გაჰყავთ

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჰაერო გზით ქვეყანაში დაბრუნდა დაახლოებით 3300 მოქალაქე, სახმელეთო გზით - დაახლოებით 1800 მოქალაქე, საზღვაოთი - 275.

აპრილში დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები: ბერლინიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, თელ-ავივიდან და პარიზიდან.

გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა სპეცრეისი, რომლის ბორტზე 79 ქართველი მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც აშშ-ში გაცვლითი პროგრამით სწავლობდნენ.

საქართველოს მოქალაქეები დახმარებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავენ შემდეგ ქვეყნებში მყოფ დიპლომატიურ მისებს: იტალია, პოლონეთი, სომხეთი, თურქეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი. ნაკლები რაოდენობის შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ბალტიის ქვეყნებში, კანადაში, მოლდოვაში, ნორვეგიაში, ავსტრალიასა და არგენტინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით მთლიანად 21 მარტს აკრძალა. საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულად ხორციელდება მხოლოდ ავიაკომპანია „აირზენას“ ავიარეისები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში ჩამოსული მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0