თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნებს, რომლებიც COVID–19–ის პანდემიის ფონზე, აყოვნებენ საკუთარი მოქალაქეების შეერთებული შტატებიდან გაყვანას, შესაძლოა სავიზო სანქციები დაუწესდეთ.
აღნიშნული დოკუმენტი თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„სანქციები შესაძლოა დაუწესდეთ ქვეყნებს, რომლებიც უარს ამბობენ ან უსაფუძვლოდ აყოვნებენ საკუთარი მოქალაქეების, ქვეშევრდომებისა თუ რეზიდენტების მიღებას აშშ–დან SARS-CoV-2–ით გამოწვეული პანდემიის ფონზე“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ინფორმაცია მსგავსი დარღვევების შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანს აშშ–ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ უნდა აცნობოს. ხოლო სახელმწიფო მდივანმა, თავის მხრივ, შვიდი დღის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ქვეყნების მიმართ შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება.
President @realDonaldTrump will sign a memorandum addressing the high rate of #visa overstays in the United States, and introducing #sanctions on countries with the highest rates. https://t.co/ktKgxGWptg pic.twitter.com/Z89S4HbHsl
— NTD News (@news_ntd) April 24, 2019
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ რიგში საუბარი შესაძლოა იყოს სავიზო შეზღუდვებზე.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 699 019 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 102 782 და განკურნებულია 376 976 პაციენტი.
ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 501 609 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (158 273), მესამეზე — იტალია (147 577).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 64-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.