Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს 24 მოქალაქე უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით მთლიანად 21 მარტს აკრძალა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს 24 მოქალაქე, მათ შორის 18 სტუდენტი, უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით მთლიანად 21 მარტს აკრძალა. საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულად ხორციელდება მხოლოდ ავიაკომპანია „აირზენას“ ავიარეისები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში ჩამოსული მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
აშშ სანქციებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეები შტატებიდან არ გაჰყავთ

უწყების ცნობით, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მოქალაქეები ბუდაპეშტიდან მინსკის გავლით გაემგზავრნენ ერევანში, სადაც მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და ორგანიზებულად დააბრუნეს სამშობლოში.

„ამ რეისის მგზავრებს შორის იყო საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო და ვერ ტოვებდნენ უნგრეთს. სამი კვირის განმავლობაში საქართველოს საელჩომ  უზრუნველყო აღნიშნული მოქალაქეების ცხოვრების, კვების და შემდგომ სამშობლოში მათი გამგზავრების ხარჯები“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის უნგრეთში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებსაც საელჩო უწევს მზრუნველობას და მათი დაბრუნება სამშობლოში უახლოეს დღეებში იგეგმება.

გარდა ამისა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ბელარუსში მყოფი ქართული ოჯახი ორი ახალშობილი ბავშვით, რომლებიც პანდემიის გამო რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, პირველადი საჭიროების ნივთებით (მედიკამენტები, საკვები) უზრუნველყვეს.

ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5319 საქართველოს მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ადგილზე დახმარება 3571 თანამემამულეს გაეწია.

Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
აშშ-დან დაბრუნებული მოსწავლეები ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოები უცხოეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ატყობინებს მოქალაქეებს ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც მათი სამშობლოში დასაბრუნებლად კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 56, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4672 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 373  პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0