Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თვითიზოლაციის პლუსები და მინუსები: რა ვაკეთოთ და როგორ გავუფრთხილდეთ ნერვებს

© REUTERS / BERNADETT SZABOმუშაობა დისტანციურად
მუშაობა დისტანციურად - Sputnik საქართველო
გამოწერა
დისტანციური საქმიანობის პლუსები და მინუსები სამი გმირის მაგალითზე შევაფასოთ, რომლებმაც უკვე კარგად გააანალიზეს დისტანციური მუშაობის პლუსები და მინუსები

ბოლო დრომდე ყველანი ჩვეული, ყოველდღიური გრაფიკით ვცხოვრობდით - მივდიოდით სამსახურში, ვბრუნდებოდით სახლში, ვვარჯიშობდით სპორტულ დარბაზებში, მეგობრებთან ერთად ვერთობოდით დასვენების დღეებში...

ახლა კი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა ამოტრიალდა, სახლის ოთხმა კედელმა ოფისისა და სპორტული დარბაზის ფუნქცია შეითავსა, კომპიუტერი და ტელეფონი კი ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცა. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
პანდემია ადამიანებს შეცვლის: ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის მოსაზრება

ბევრმა ადამიანმა პანდემიის შედეგად სამსახური დაკარგა, ბევრიც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაერთო. ბევრს არ მოსწონს სახლიდან მუშაობა, ზოგი კი, პირიქით, ამ ვითარებაში ბევრ შესაძლებლობას ხედავს.

მოდით, დისტანციური საქმიანობის პლუსები და მინუსები სამი გმირის მაგალითზე შევაფასოთ, რომელთაგან  ერთი საქართველოში ცხოვრობს — მეორე რუსეთში, მესამე კი —ჩეხეთში. მათ უკვე კარგად გააანალიზეს დისტანციური მუშაობის პლუსები და მინუსები.

ვეძებთ პლუსებს

თიკა მონავარდიშვილი უკვე 12 წელია, IT სფეროში მუშაობს და ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებზეა პასუხისმგებელი. 15 მარტიდან თავის კოლეგებთან ერთად, უფროსობის განკარგულებით, დისტანციურად მუშაობს.

კითხვას, კარგია თუ არა დისტანციურად მუშაობა, თიკა ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ სცემს. მისი აზრით, ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

„რასაკვირველია, დისტანციური მუშაობის პლუსია ის, რომ სამუშაოს მთელ დღეზე თავად ანაწილებ. მე თვითონ ვწყვეტ, როდის მექნება ე.წ. შესვენება, რათა დრო დავუთმო ბავშვებს - სამი შვილი მყავს. მათ სჭირდებათ ყურადღება და ძალიან უხარიათ, დედა რომ გვერდით ჰყავთ“, - ამბობს თიკა.

მისი აზრით, არანაკლები პლუსია ისიც, რომ ფული არ იხარჯება ტრანსპორტსა და ავტომობილის საწვავზე, განსაკუთრებით, არსებული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.

„არ შემიძლია, არ ვთქვა, მე ხომ ქალი ვარ — ყოველდღე აღარ ვიმტვრევ თავს იმაზე, რა ჩავიცვა და რა ჩავაცვა ბავშვებს, განსაკუთრებით, თუ ამინდი შეიცვლება და აცივდება“, — განმარტავს თიკა.

როგორც ის აღნიშნავს, IT სფეროში მომუშავეები უფრო იოლად მოერგნენ ახალ რეალიებს, ამ სფეროს თანამშრომლებს ხომ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ ოფისში, არამედ სახლშიც აქვთ მოწყობილი.

მინუსები

სერგი მიქელაძე, რომელიც წარმოშობით თბილისიდანაა, ბოლო სამი წელია, მოსკოვში ცხოვრობს და სარეკლამო ტექსტების შემდგენელად (copywriter) მუშაობს. 

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
კორონავირუსი, ონლაინ გაკვეთილები და ახალი რეალობა – ფსიქოლოგის რჩევები ბავშვებს

„პირდაპირ გეტყვით, ჩემი სამუშაო პრაქტიკულად იდეალურია დისტანციური მუშაობისთვის. ამ სფეროში მომუშავე ბევრი ადამიანი წლობით არ მიდის ოფისში, მაგრამ მე ყოველთვის მიწევდა ურთიერთობა ბევრ ხალხთან და ვერ ვიტყვი, რომ შექმნილი ვითარებით აღფრთოვანებული ვარ“, — ამბობს სერგი.

მისი თქმით, ეს უკავშირდება ადამიანების მიჯაჭვულობას კომუნიკაციასთან, სოციუმთან, ურთიერთობებთან და თუ არსებობს ერთის ან მეორის დეფიციტი, ადამიანი დეპრესიისკენ მიდრეკილი ხდება.

„როდესაც რამეა გაუგებარი — კითხვას სვამ, დაძაბულობაა — ხუმრობ, როდესაც მარტოობა გაწუხებს — ვინმეს ესაუბრები. თუ ამ ყველაფერს მოკლებული ხარ, მცირდება ადამიანის შრომისუნარიანობა და საქმის კეთების სურვილი, მაშინაც კი, თუ ის მანამდე განსაკუთრებულ სიამოვნებას განიჭებდა“, — აღნიშნავს სერგი.

მეორე გასათვალისწინებელი საკითხი, მისი აზრით, არის ის, რომ ბევრს არა აქვს სახლში დისტანციურად მუშაობის სრულფასოვანი პირობები.

„მაგალითად, ერთ ოჯახში დისტანციურად მუშაობა შეიძლება უწევდეს რამდენიმე ადამიანს, ამგვარად, არ არის გამორიცხული, რომ ისინი მუდმივად ხელს უშლიდნენ და  აღიზიანებდნენ ერთმანეთს. ეს ქმნის არა მარტო მუშაობის, არამედ ახლობლებთან ურთიერთობის პრობლემებს“, — ამბობს სერგი.

გუნდური მუშაობა დისტანციურად

საინტერესო პრაქტიკა გაგვიზიარა ალიონა ივანოვამ, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა და ამჟამად პრაღაში ცხოვრობს. ის მსხვილ საერთაშორისო კორპორაციაში მუშაობს და ისევე როგორც მთელი მსოფლიო, მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
როგორ დავძლიოთ COVID-19-ით გამოწვეული შფოთვა: სპეციალური ინსტრუქტაჟი ფსიქოლოგებისგან

ალიონა მთლიანად იზიარებს ზემოხსენებულ პლუსებსა და მინუსებს, ამიტომ თავის კოლეგებთან ერთად სხვადასხვა ონლაინ–აქტივობა მოიგონა იმისთვის, რომ კარანტინში არ მოიწყინოს და მუშაობის განწყობა არ დაკარგოს.

„მე და ჩემი გუნდი თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ ტელეფონით, რათა გავამხნევოთ ერთმანეთი ამ რთულ მომენტში. ვიგონებთ ნაირნაირ გამოწვევას და ფლეშმობებს. მაგალითად, ერთმანეთს ვუგზავნით იმ ადგილების ფოტოებს, სადაც კარანტინის შემდეგ გავემგზავრებით. ეს განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს და უკეთესი მომავლის იმედს გვისახავს“, — აღნიშნავს ის.

ალიონამ და  მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთს რამით დაეხმარონ და კარანტინში სამუშაოსგან თავისუფალ დროს გუნდისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ.

ერთი რამის თქმა ზუსტად შეიძლება: როდესაც კარანტინი დასრულდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, ვიღაცას სახლიდან მუშაობა მოენატრება, ვიღაცას კი ეს პერიოდი დისტანციური მუშაობის მოსაწყენ დღეებს გაახსენებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0