თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 977-ს მიაღწია, იუწყება „Sutnik-სომხეთი“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით.
აშშ-დან დაბრუნებული მოსწავლეები ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს >>
დილით კი სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი 966 ინფიცირებულის შესახებ იუწყებოდა.
ამ დროისათვის საავადმყოფოებში 750 ადამიანი მკურნალობს. დაიღუპა 13 პაციენტი, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი - 76,2 წელია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელება გრძელდება, და ხელისუფლების მიზანს ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება წარმოადგენს. ამჟამად ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 30 ადამიანს დღეში, და ეს, ფაშინიანის თქმით, არც თუ ისე ცუდი შედეგია.
შაბათს სომხეთის ვიცე-პრემიერმა, საგანგებო მდგომარეობის კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში შეიძლება კიდევ 30 დღით გაგრძელდეს.
სომხეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს შემოიღეს, ხოლო 1 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობები გამკაცრდა.
ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.