Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქართული ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედრო ბლოკპოსტზე
სამხედრო ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზარმული მდგომარეობა სამხედრო ნაწილებში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადდა. მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ზომების შედეგად ჯარში ჯერჯერობით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამხედროები გააგრძელებენ ყაზარმული მდგომარეობის პირობებში სამსახურს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა >>

ყველა სამხედრო მოსამსახურე საქართველოში 21 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი. სამხედროებს ეკრძალებათ ბაზების ტერიტორიის დატოვება. ეს შეზღუდვა სამხედრო ნაწილებში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზებზე მოქმედებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, შეზღუდულია ქვედანაყოფებიდან გასვლა და შესვლა.

თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით და ყოველდღიურად ამუშავებს საცხოვრებელ ყაზარმებს და საერთო მოხმარების ადგილებს სადეზინფექციო ხსნარებით.

საგუშაგოებიდან მორიგეობის შემდეგ დაბრუნებისას ყველა სამხედრო მოსამსახურე გადის თერმოსკრინინგს, დეზინფექცია უტარდება მათ ფორმებსა და ეკიპირებას. შემდეგ მათ ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები. ქვედანაყოფებში შესვლამდე დეზინფექცია სამხედრო მანქანებსაც უტარდება.

მეიდანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კორონავირუსის გამო ზარალი ადგება

ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების დღიდან სამხედრო მოსამსახურეები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ საგუშაგოებზე.

საქართველოს ცხრა ქალაქის შესასვლელებში დაყენებულია გამშვები პუნქტები, რომლებზეც სამხედროები პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ მოძრაობას და საკარანტინო რეჟიმის დაცვის წესებს. სამოქალაქო ექიმებთან ერთად საგუშაგოებზე მორიგეობენ ასევე სამხედრო ექიმები და ატარებენ თერმოსკრინინგს.

საგუშაგოები მოწყობილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და თელავში.

სამხედრო ბაზებზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის დასასვენებელი პირობებიცაა შექმნილი. მათ შეუძლიათ მაგიდის ჩოგბურთითა და კომპიუტერული თამაშებით გართობა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 208 შეადგინა. 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4 682, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 375 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0