Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვის და როგორ შეამოწმებენ კორონავირუსზე: ახალი წესები

© REUTERS / UPMCპაციენტების ტესტირება კორონავირუსზე
პაციენტების ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოქმედებს „ცხელი ხაზი", რომლის საშუალებითაც ექიმთან დაკავშირება ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ტესტის მეშვეობით კორონავირუსზე შემოწმების წესები განსაზღვრა და მოქმედებების პროტოკოლი დაადგინა.

საქართველოში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 10 აპრილს დაავადების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან სამი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ქვემო ქართლის რეგიონი განმეორებით მოწმდება

ახალი პროტოკოლით, პირთა ნაწილი კორონავირუსის ანტისხეულების არსებობაზე სწრაფ ტესტებს გაივლის.

ასეთი ტესტირება განკუთვნილია საპატიმროებში, მოხუცთა სახლებში, ფსიქიატრიულ კლინიკებში მყოფთათვის, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისა და სასულიერო პირებისთვის, მათ შორის, მონასტრებში.

იმ შემთხვევაში, თუ ტესტი დადებითი იქნება, ინფიცირებულებთან მყოფი ადამიანები განიხილებიან, როგორც შესაძლო კონტაქტები, მათ თვითიზოლაციაში გადაიყვანენ და დამატებითი ტესტებისთვის სინჯებს აიღებენ.

ამას გარდა, სწრაფი ტესტირება შეეხება რისკ-ჯგუფებში მყოფ პირებს.

თერჯოლაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა>>

ანტისხეულების არსებობაზე ასევე შეამოწმებენ დაავადებულთა ახლო კონტატებს, კონტაქტებს დაავადების სიმპტომებით, პაციენტებს მაღალი გავრცელების ზონებიდან, უსიმპტომო პირებს, რომლებიც სტრატეგიულ ობიექტებზე მუშაობენ.

საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლები გაიხსნება ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ სიმპტომები, უნდა გაიარონ კონსულტაციები ექიმთან, ხოლო შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ, გადავლენ კლინიკაში და იქ გაივლიან სრულ ტესტირებას.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოში მედპერსონალი უკვე გადაამზადეს, მოქმედებს კორონავირუსის სიმპტომებით დაავადებულთა მკურნალობის პროტოკოლი. გარდა ამისა, დაავადების უკეთესი კონტროლისთვის ქვეყნის ყველა რეგიონში გაიხსნა ცხელების ცენტრები, რომლებიც იღებენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

ქვეყანაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ექიმთან დაკავშირება და კონსულტაციისა და რეკომენდაციის მიღება.

ასევე, ეპიდემიოლეგების რეკომენდაციით, საქართველოს 12 ქალაქში მოქმედებს ბლოკ-პოსტები, სადაც შემსვლელ და გამომსვლელ პირებს სხეულის ტემპერატურას უზომავენ. ასევე აკონტროლებენ ექიმების, მოხალისეებისა და სხვადასხვა კომპანიისა და სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელთა ტემპერატურას.

ყველა ახალი ამბავი
0