08:45 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (893)
96 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული შუახნის ქალია, რომელიც თერჯოლის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“

ეს თერჯოლაში Covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული შუახნის ქალია, რომელიც თერჯოლის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ისინი თვითიზოლაციაში ან კარანტინში არიან გადაყვანილი. მიმდინარეობს ახალი კონტაქტების მოძიებაც. 

ჯერჯერობით უცნობია ქალის ინფიცირების წყარო.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 430 პაციენტია.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (893)

მთავარი თემები