პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომელიც შეინარჩუნებს ბალანსს ადამიანების ჯანმრთლობასა და ეკონომიკის განვითარების პოტენციალს შორის.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება და ხელისუფლება ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს გადახედავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. 

დაცარიელებული თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ანალიტიკოსები მთავრობას საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა ვარდნას განიცდის. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც გარკვეულმა სფეროებმა უკვე შეაჩერეს საქმიანობა, ნაწილი კი ახალ რეალობაზე გადაწყობას ცდილობს. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზი უკვე 14 მილიარდი ლარიდან 11 მილიარდამდე შემცირდა. ასეთი პროგნოზებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადახედა ბიუჯეტის ხარჯს და შეამცირა ან გააუქმა ზოგიერთი პროექტის დაფინანსება.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან შემცირებას ველოდებით და, შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებებს შევიტანთ“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გეგმა აქვს, რომელიც შეინარჩუნებს ბალანსს ხალხის ჯანმრთელობასა და ეკონომიკის განვითარების პოტენციალს შორის.

„ეს გეგმა უკვე არსებობს და ახლა ჩვენ ამ გეგმის დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა აქ მარტივია - პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი მოქალაქეების. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკური ზრდა და მისი პროგნოზები

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, წელს ეკონომიკური ზრდა 4,5% დონეზე იგეგმებოდა. ამასთან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის იანვარ-თებერვალში 3,7% შეადგინა.

თუ როგორ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ ივარაუდა. 

დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
თურნავა: ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2020 წელს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა 0% იქნება წლიური 4,5%-იანი ინფლაციის პირობებში, თუმცა, 2021 წელს ეკონომიკა 4,5%-მდე გაიზრდება, ხოლო ინფლაცია 3%-მდე შემცირდება.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზთან თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, რომლის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური ზრდა 2020 წელს ნულოვან ნიშნულს მიუახლოვდება.

„ამის მიზეზი იქნება ის, რომ COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება ისედაც გამოწვევებით აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ-ის დაახლოებით 2%-ით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ასევე სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5,2% შეადგინოს“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ხელისუფლებამ რიგი ზომები მყისიერად მიიღო, მათ შორის, გადასახადების ჩამოწერა და იმპორტის ჩანაცვლების სისტემის განვითარება, თუმცა, როგორც მოგვიანებით პრემიერმა გახარიამ განაცხადა, ეს ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა და უკვე გასაგებია, რომ ზოგიერთი სფერო მალე არ აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0