Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოსთვის პირველი საერთაშორისო დახმარება: ვინ და როგორ დაეხმარება ქვეყანას

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი კერძო კომპანიებისთვის 60 ათასი ევროს ოდენობით მიკროგრანტებს მოხმარდება

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველო უახლოეს დროს მიიღებს საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ დახმარებას - 183 მილიონ ევროს ევროკავშირის გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად არის გათვალისწინებული.

კორონავირუსული პანდემიის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკა, მათ შორის საქართველო, კრიზისს განიცდის. ზოგიერთი სფერო უკვე გაჩერებულია, ხოლო დანარჩენები ახალ რეალობას ერგება.

კორონავირუსი ქვეყანაში - Sputnik საქართველო
რამდენად დააზარალებს საქართველოს კორონავირუსის პანდემია - მოვლენების განვითარების სცენარი

როგორც ევროკომისიის ვებსაიტზე ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, 183 მილიონი ევრო განკუთვნილია ქვეყნის მოკლევადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამ თანხის უდიდესი ნაწილი კერძო კომპანიებისთვის 60 ათასი ევროს ოდენობით მიკროგრანტებს მოხმარდება.

საერთო ჯამში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად გადაუდებელი საჭიროებების დასაფარად გამოყო 80 მილიონი ევრო და 883 მილიონი ევრო მოკლევადიანი და საშუალოვადიანი საჭიროებისთვის.

კიდევ ვინ დაეხმარება საქართველოს

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები არ არის ერთადერთი დახმარება, რომელსაც საქართველო კორონავირუსის შედეგების დასაძლევად საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღებს.

საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც საქართველოს მთავრობას ღია მიმართვა გაუგზავნეს.

დაცარიელებული თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ანალიტიკოსები მთავრობას საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარებიან

„ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ერთად ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ საქართველოსთვის სწრაფი მხარდაჭერა და განვიხილავთ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტურ რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი სჭირდება.

ამასთან, მთავრობამ უკვე გამოყო 2 მილიარდი ლარი მოსახლეობისა და კომპანიების მოკლევადიანი დახმარებისთვის - ეს არის კომუნალური გადასახადების დაფარვა, სესხების გადავადება, ფასების სუბსიდირება, კომპანიებისთვის დღგ-ის დაბრუნების მოცულობის გაზრდა და სესხის გარანტიები.

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამას ამზადებს >>

თუმცაღა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხები არ იქნება საკმარისი და საქართველოს საერთაშორისო დახმარება დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0