სალომე ზურაბიშვილი: ვერ მივალ აღდგომის წირვაზე

© photo : Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში ეკლესიაში მისვლა მისი მხრიდან კანონის დარღვევა იქნება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი წელს აღდგომის ღამეს ეკლესიაში წირვას არ დაესწრება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში – ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 21:00 საათიდან 06:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. დღის განმავლობაში სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.

აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება აღდგომის აღნიშვნა. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ აღდგომის ღამესაც ქვეყანაში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარების რეჟიმის ფარგლებში დაწესდა.

„3 დღეში ბზობა, 10 დღეში კი აღდგომაა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა აღდგომის წირვაზე, ან ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე ეკლესიაში არ მივსულიყავი. ეს ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია და ჩვენი რწმენის გამოხატულება იყო, თუმცა წელს სხვა ვითარებაა. ამ წელს ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
ვახტანგ გომელაური: ალბათ ისე შევჯერდებით, რომ კანონს არც ჩვენ დავარღვევთ და არც ეკლესია

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს ერთიანობა ბრძოლის მთავარი იარაღია.

„ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ და ყველა მოქალაქემ ამ დღეებში ძალიან დიდი მაგალითი მოგვცეს. ჩვენი ექიმების გონივრული ნაბიჯები, ჩვენი მთავრობის დროული ნაბიჯები, ის თვითშეგნება, რომელიც გამოიჩინა მთელმა საზოგადოებამ, ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ გადარჩენილნი ვართ, არ ვართ ჯერ გადარჩენილნი. ეს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯსა და სახლში დარჩენას მოითხოვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოსაზრება: ტრამპი დარწმუნებულია, რომ ამერიკის ხსნა კოსმოსშია >>

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების წესებზე საპატრიარქოს და ხელისუფლება ჯერ ბოლომდე არ შეჯერებულან.

ადრე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

ყველა ახალი ამბავი
0