Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვახტანგ გომელაური: ალბათ ისე შევჯერდებით, რომ კანონს არც ჩვენ დავარღვევთ და არც ეკლესია

© photo: Sputnikვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატრიარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში

მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში – ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება. თუმცა, წელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. როგორ მოხდება აღდგომის აღნიშვნა, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ აღდგომის ღამესაც ქვეყანაში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარების რეჟიმის ფარგლებში დაწესდა.

ადრე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო თანამშრომლობს ჩვენთან, ერთად ვმუშაობთ ამ საკითხის გადასაჭრელად, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა. 
ეკლესია - Sputnik საქართველო
ანდრია ჯაღმაიძე: კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში

მინისტრის თქმით, ეკლესიებში დღეს სრულად იცავენ სოციალურ დისტანციას და სასულიერო პირები თავად მოუწოდებენ მრევლს, არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსთან შევთანხმდებით. თავად მეუფეებიც მოუწოდებენ მრევლს, რომ არ დაარღვიონ კანონი. ესენი არ არღვევენ კანონს და ყველაზე კარგად იცავენ თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც ჩვენ ახლა ვარღვევთ", - განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

ადრე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვაა.

ყველა ახალი ამბავი
0