თბილისი, 9 აპრილი – Sputnk. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით საქართველოს ქალაქებში სადეზინფეციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს – გასულ ღამეს სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ქუჩები.
ბათუმში სპეციალური ტექნიკით დაამუშავეს გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები.
ქუთაისში ქუჩების დამუშავებაში სპეცტექნიკის რვა ერთეული მონაწილეობდა.
ზუგდიდში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი სახლების ტერიტორიებს, სახელმწიფო სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ღია მოედნებს. განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდა აგრარული ბაზრის ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა.
ოზურგეთში, ცენტრალური ქუჩების გარდა, დეზინფექცია ჩაუტარდა მაღაზიებსა და აფთიაქებს.
სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები დიდ ქალაქებში ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვირაში ერთხელ ჩატარდება.