Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სამხედროებმა ორი კვირის განმავლობაში დეზინფექცია 200 ათასზე მეტ ავტომობილს ჩაუტარეს

© Sputnik / Vladimir Umikashvili დეზინფექცია ავტომობილების
დეზინფექცია ავტომობილების - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი რანგის ოფიცრებმა სამხედროებსა და პოლიციელებს ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 22 მარტიდან ჩართულმა საქართველოს თავდაცვის ძალებმა სპეციალური ხსნარებით 211 726 ავტომობილს ჩაუტარეს დეზინფექცია და 459 979 მოქალაქეს ტემპერატურა გაუზომეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ისინი ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცველების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება. შემდეგ კი საველე სამედიცინო პუნქტები მოინახულეს და სამხედრო ექიმების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

მაღალი რანგის ოფიცრებმა სამხედროებსა და პოლიციელებს ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.

„საგუშაგოებზე 24-საათიან რეჟიმში III ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამართალდამცველებთან ერთადაა მობილიზებული და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაკისრებულ ამოცანებს ასრულებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4 722 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0