ონლაინ სწავლება და მოსალოდნელი საფრთხეები: როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერთავდასხმისგან

CC0 / Pixabay / ტელეეკრანთან
ტელეეკრანთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსმა მოიცვა, ისევე, როგორც არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც სკოლები, უმაღლესი სასწავლებელები დაიხურა, ბევრ ადამიანს კი სწავლის და მუშაობის გაგრძელება დისტანციურად უწევს.

ონლაინ სწავლების და მუშაობის დროს არსებობს კიბერსაფრთხეები, რომელთა გათვალისწინება მართებთ როგორც საჯარო სამსახურის, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, ისე მშობლებს. რა რისკებთან უწევთ ადამიანებს შეხება და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს, ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ საქართველოს პირველი არხის რადიოში ისაუბრა.

© photo: Andro Gotsiridze / FBანდრო გოცირიძე
ონლაინ სწავლება და მოსალოდნელი საფრთხეები: როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერთავდასხმისგან - Sputnik საქართველო
ანდრო გოცირიძე

- რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ონლაინ სწავლების თანმხლებ კიბერსაფრთხეებზე?

- კიბერსივრცე არის 21-ე საუკუნის გარემო. ბუნებრივია, ეპიდემიის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში მომავალი არის ონლაინ სწავლების, ონლაინ მუშაობის და დისტანციური სამსახურებრივი ურთიერთობების. ამიტომ ამ ყველაფრიდან შეგვიძლია პოზიტივი დავინახოთ. როდესაც ეს ეპიდემია გადაივლის და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მას, დაგვრჩება დანერგილი მეთოდები, დანერგილი პლატფორმები იმისა, საითკენაც მიისწრაფვის დღეს მსოფლიო.

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
კორონავირუსი, ონლაინ გაკვეთილები და ახალი რეალობა – ფსიქოლოგის რჩევები ბავშვებს

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, დისტანციურ სამსახურებს, აქ ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ურთიერთობებმა დაცული კიბერგარემოდან (რომელსაც უზრუნველყოფენ სამსახურები) გადაინაცვლა მეტ-ნაკლებად დაუცველ სივრცეში, როგორიც არის სახლიდან ჩართვები, ვირტუალური გარემო და ა.შ. ამიტომ ასეთ დროს პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ - რა რისკებთან უწევს მოზარდს კონფრონტაცია.

პირველი - ეს გახლავთ სოციალური ინჟინერია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ფიშინგი, ისეთი თაღლითობები, როდესაც ცდილობენ გამოტყუონ ბავშვს მისი პირადი, პერსონალური მონაცემები, პასვორდი და ა.შ. ცხადია, ბავშვი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ჩათში, ვირტუალურ სივრცეში, ძალიან ხშირად ადგილი აქვს ბულინგს, კიბერთაღლითობას. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ძლიერი პასვორდის მქონე სისტემების ქონა. პასვორდი უნდა იყოს რვიდან 12 სიმბოლომდე. ის არ უნდა იყოს ადვილად გამოსაცნობი სიტყვა, რომელიც მიანიშნებს ადამიანის ამა თუ იმ ნათესავზე, საცხოვრებელ ადგილზე, დაბადების თარიღზე და ა.შ. ასევე უფროსებმა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბავშვი დაცული Wi-Fi-ს საშუალებით უკავშირდებოდეს ქსელს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა შევცვალოთ Wi-Fi-ს ქარხნული პასვორდი. უნდა დავადგინოთ - რა ხელსაწყოები, რომელი კომპიუტერები უერთდება ჩვენს Wi-Fi-ს. ეს არის არატექნიკური რჩევები, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია იმისათვის, რომ ბავშვი უფრო დაცულად გრძნობდეს თავს.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

- საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მშობლებმა არ გამოაქვეყნონ ბავშვების საგაკვეთილო პროცესის ამსახველი ფოტოები. იქნებ ამ რისკებზეც გვესაუბროთ...

- აბსოლიუტურად დროული განცხადებაა. გარდა განცხადების გავრცელებისა, ამას სჭირდება საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებაც. არსებობს მიდგომა - რა მოხდა, ფოტოა. ყველასთვის ახალი ხილია დისტანციური სწავლება და ყველას მოსწონს, რომ მასში პირველად მიიღო მონაწილეობა. თუმცა უნდა ვიცოდეთ და მოზარდსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ინტერნეტში მხოლოდ კეთილისმსურველები არ არიან. ინტერნეტში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ბავშვის ფოტოს იყენებდნენ მათი დევნისთვის, არიან თაღლითები, რომლებიც ბავშვის სურათით სხვადასხვა პროფაილს ამზადებენ და ფულად დახმარებას ითხოვენ. ეს ყველაფერი კიბერკრიმინალს ერწყმის. შესაძლოა ფოტო გამოიყენონ ბავშვთა პორნოგრაფიაში, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის არასრულწლოვანი, ზუსტად იმავე უფლებებით სარგებლობს პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში, რითიც მოზრდილი ადამიანები. თუ ჩვენ, მოზრდილ ადამაინებს არ გვიხარია, როდესაც ჩვენი ფოტო აღმოჩნდება ისეთ ადგილზე, სადაც ეს ჩვენთვის მიუღებელია, მათაც აქვთ უფლება, დაცული იყოს მათი მონაცემები. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოს გამოქვეყნებას ახლავს შესაბამისი რისკები. 

გოგონა დისტანციურად ამზადებს გაკვეთილებს - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

- რას ურჩევთ ადამიანებს, რა უნდა გაითვალისწინონ ონლაინ მუშაობის დროს?

- ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით სახელმწიფო უწყებების უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზეა გადასული. სხვათა შორის, ძალიან კარგი მაგალითი დავინახეთ რამდენიმე დღის წინ. სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ გამოცემული გაიდლაინი თავდაცვის სისტემის მუშაკებისთვის - უსაფრთხო დისტანციური მუშაობისთვის. ძალიან კარგია, თუ სამინისტროები და უწყებები თავის თანამშრომლებს მიაწვდიან რეკომენდაციებს, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ მუშაობისას.

ბუნებრივია, როცა სამსახურებრივ ინფორმაციაზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის კომპიუტერი არის მოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი მოხმარებისთვის და მასზე არ უნდა ჰქონდეს წვდომა ოჯახის წევრს, ბავშვს. მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, კარგია თუ გამოვიყენებთ VPN შეერთებას, შედარებით უფრო დაცულ შეერთებას, რომ არ მოხდეს უფასო Wi-Fi-თ, ან თუნდაც საჯარო Wi-Fi-თ სამსახურებრივი მასივების ინფორმაციის დამუშავება. შემდგომი საკითხი, რასაკვირველია, გახლავთ ის, რომ ამ დროს წინა პლანზე მოდის ხოლმე სოციალური ინჟინერია. თაღლითები ცდილობენ გაიგონ თქვენი დასაქმების სფერო, თქვენი დაინტერესების სფერო და სწორედ ამ მიზნით ამ შეფუთვით მოგაწოდონ ის თაღლითური წერილი, რომელიც გამოიწვევს თქვენი კომპიუტერიდან მონაცემების გაჟონვას.

 

ყველა ახალი ამბავი
0