ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსეთი კორონავირუსს დაძლევს: ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას მიმართა

© photo: Sputnik / Alexey Druzhynin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის რეგიონების გუბერნატორებთან თათბირი გამართა და მოსახლეობას მიმართა

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. რუსეთს აქვს კრიზისების დაძლევის გამოცდილება, მიმართა ქვეყნის მოსახლეობას  პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუბერნატორებთან თათბირის დროს.

კორონავირუსის ტესტები - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: რუსეთი ჯანმოს მილიონამდე დოლარს გადაურიცხავს

„დღეს ყველა ჩვენგანისთვის მთავარი და საკვანძო საკითხები — ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლა, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ადამიანების უსაფრთხოება, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და შემოსავლების შენარჩუნებაა. დავიწყებ გადაუდებელი ამოცანით ყველა რეგიონისთვის.  საუბარია ყველა სამედიცინო დაწესებულების მაღალ მზადყოფნაზე, მათი რესურსებისა და შესაძლებლობების გაზრდაზე. ახლა ეს უპირობო პრიორიტეტია“, — განაცხადა პუტინმა თათბირის დასაწყისში. 

მისი თქმით, სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, გათვალისწინებული იქნება ნამატი ხელფასებზე და სადაზღვევო გარანტიების ზრდა, ხოლო ქვეყნის რეგიონებმა მთელი ძალებით უნდა აამუშავონ ფედერალური მედცენტრების შესაძლებლობები და „ერთ მუჭში“ მოუყარონ თავი ყველა რესურსს.  

თათბირის დასასრულ, პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა.

„მესმის, რომ დაგროვდა დაღლილობა და სერიოზული ფინანსური, ყოფითი და სხვა პრობლემები, რომ დაირღვა თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი. უმრავლესბისთვის ოთხ კედელში ყოფნა აუტანელია, მაგრამ ახლა არჩევანი არ გვაქვს. თვითიზო;აციის რეჟიმი და მისი გამოცდა აუცილებლად უნდა ავიტანოთ. დისციპლინასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ინფექციასთან ბრძოლაში გარდატეხა, რასაც ვალდებულები ვართ, რომ მივაღწიოთ.  განსაკუთრებით ფასეული — ეს არის ის, რომ ყოველი დღე ადასტურებს ჩვენი საზოგადოების ძალასა და ერთიანობას. ექიმებსა და მედდებზე ვლაპარაკობ. ისინი მოქმედებენ თავგანწირვით, როგორც ერთი გუნდი. ბოლო ათწლეულებში პირველად გავიაზრეთ ასე მწვავედ მათი შრომის მნიშვნელობა და შეუცვლელობა... ყველაფერი გადის, ესეც გაივლის. ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გადაუტანია მძიმე გამოცდა და ყველაფერს გამკლავებია. ამ კორონავირუსულ ინფექციასაც დავძლევთ. ერთად ყველაფერს მოვერევით“, — თქვა პუტინმა.

დღეის მდგომარეობით რუსეთის 81 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 8 672 შემთხვევაა გამოვლენილი.  აქედან გარდაცვლილია 63 და განკურნებულია 580 ადამიანი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია მოსკოვში — 5 841 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0