Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეცნიერებმა COVID-19-ის ვაქცინისთვის საჭირო განსაკუთრებული ნივთიერება ზღვაში იპოვეს

© Pixabay / jarmolukახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზღვის ეს უხერხემლო ცხოველი გამოყოფს განსაკუთრებულ ქიმიური ნივთიერებებს, ე.წ. მეორად მეტაბოლიტებს, რომლებსაც ანტიმიკრობული, ანტივურუსული და სხვა თავდაცვითი უნარები აქვთ.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ზღვის ღრუბელი გამოიმუშავებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა გამოყენებაც მრავალი ინფექციის წინააღმდეგ შეიძლება, მათ შორის – COVID-19-ის წინააღმდეგაც, ნათქვამია კვლევაში, რომელიც  ჟურნალებში Materials Science and Engineering და Marine Drugs-შია გამოქვეყნებული.

ზღვის ღრუბელი — წყლის გამფილტრავი უძველესი უხერხემლო ცხოველია, რომელიც ზღვის ფსკერზე ბინადრობს. ევოლუციის პროცესში ზღვის ღრუბლებმა როგორც ცხოველების, ისე პათოგენებისგან — ვირუსების, სოკოების, ბაქტერიებისა და წყალმცენარეებისგან თავდაცვის უნიკალური მექანიზმი გამოიმუშავეს. მათ „ისწავლეს“ განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების, ე.წ. მეორადი მეტაბოლიტების გამოყოფა, რომლებსაც ანტიმიკრობული, ანტივურუსული და სხვა თავდაცვითი უნარები აქვთ.

გერმანელმა და რუსმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის წყალობითაც პირველად ამოიღეს ზღვის ღრუბლიდან იშვიათი ნივთიერება აეროპლიზინინის მნიშვნელოვანი რაოდენობა — 30 გრამზე მეტი. მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს ამ ნივთიერების პათოგენებსა და კიბოს უჯრედებზე გავლენის შესწავლა. 

ორატორი პუბლიკის წინაშე - Sputnik საქართველო
ინფიცირების საფრთხე ლაპარაკისას: მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

აეროპლიზინინის კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია როგორც პათოგენების განვითარების, ისე სიმსივნური უჯრედების დათრგუნვა.

აღსანიშნავია, რომ აეროპლიზინინი აჩერებს აიდ-ინფექციის რეპლიკაციას (მოლეკულების გაორმაგებას), რაც მის კოლოსალურ თერაპევტულ პოტენციალზე მეტყველებს სხვადასხვა ვირუსული დაავადებების შემთხვევაში.

ამ დროისათვის მეცნიერებს უკვე დაწყებული აქვთ COVID-19-ის ვაქცინის შექმნა აეროპლიზინინის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ ზღვის ღრუბლები Aplysina aerophoba დიდი რაოდენობით გვხვდება ევროპის ხმელთაშუა ზღვისპირეთში, განსაკუთრებით მონტენეგროს, ხორვატიისა და ალბანეთის სანაპიროებთან.

ნაწილობრივ სხვა ქვეყნებში: ჩინეთს COVID-19-ის ვაქცინის უცხოეთში გამოცდა სურს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 348 184 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 74 816 და განკურნებულია 284 802 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 368 376 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (136 675), მესამეზე — იტალია (132 547). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 61-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0