Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ნაწილობრივ სხვა ქვეყნებში: ჩინეთს COVID-19-ის ვაქცინის უცხოეთში გამოცდა სურს

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი სამხედრო ექიმების მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდა ​COVID-19-ის წინააღმდეგ ქვეყანაში 16 მარტს დაიწყო, რაშიც 108 მოხალისე მონაწილეობს.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ჩინელი მეცნიერები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინა ნაწილობრივ უცხოეთის ქვეყნებში ჩატარდეს, წერს გამოცემა South China Morning Post.

ჩინელი სპეციალისტების აზრით, ეს ხელს შეუწყობს უფრო ზუსტი მონაცემების მიღებას პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.

​COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდები, რომელიც ჩინელმა სამხედრო ექიმებმა შექმნეს, ქვეყანაში 16 მარტს დაიწყო, რაშიც 108 მოხალისე მონაწილეობს. ისინი სამ თანაბარ ჯგუფად დაყვეს, რომელთაგან პირველ ჯგუფს ვაქცინის დაბალ დოზას გაუკეთებენ, მეორეს — საშუალოს, ხოლო მესამეს — მაღალ დოზას. კლინიკური გამოცდები წლის ბოლომდე გასტანს. ამ დროისათვის დაწყებულია პირველი ფაზა — ვაქცინა უკვე შეუყვანეს მოხალისეებს, თუმცა რამდენს, არ კონკრეტდება.

კორონავირუსზე კვლევის დაწყების წინ - Sputnik საქართველო
COVID 19-ის ყველაზე აშკარა ნიშანი: მეცნიერები ინფიცირების უპირველეს სიმპტომს ასახელებენ

რესპირატორული დაავადებების სახელმწიფო ლაბორატორიის ვირუსოლოგის ჩენ ლინის თქმით, მეორე და მესამე ფაზებისთვის ათასობით ადამიანი იქნება საჭირო, ხოლო ამ ტესტების ჩატარება იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ვირუსისგან, ხელს შეუწყობს უფრო სწრაფი და ზუსტი შედეგების მიღებას. 

„ჩვენ ძალიან სწრაფად შევაკავეთ ვირუსის გავრცელება და ახლა არასაკმარისი დადასტურებული შემთხვევები გვაქვს ვაქცინის შემდგომი ტესტირებისთვის. მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს ათასობით ადამიანზე გამოცდა, რათა დავადგინოთ სტატისტიკური მაჩვენებელი მათ შორის, ვინც მიიღო ვაქცინა და ვისაც ის არ მიუღია“, — ციტირებს ვირუსოლოგს გამოცემა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 180 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 937 567 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 47 256 და განკურნებულია 194 311 პაციენტი. ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 216 721 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (110 571), მესამეზე — ესპანეთი (104 118). ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 50-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

ყველა ახალი ამბავი
0