თოვლი და ზვავსაშიშროება: სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© Sputnik / Elizabeth Joudroსვანეთის მთები
სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა  სვანეთისკენ მიმავალი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო  შეიზღუდა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnk.  დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
წვიმა, თოვლი, ნისლი – სინოპტიკოსები ცივ ამინდს პროგნოზირებენ

ამასთან, საავტომობილო გზის მულახი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვა თოვლისა და ლიპყინულის გამო გახდა საჭირო.

მესტიის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის ზუგდიდი-მულახის მონაკვეთზე.

ყველა ახალი ამბავი
0