Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კახეთის რეგიონში  ბლოკ-პოსტების რაოდენობა გაიზარდა

© Sputnik / STRINGERბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. კახეთის რეგიონში ცენტრალურ მაგისტრალზე დღეიდან სამი ახალი ბლოკ-პოსტი ამოქმედდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოვლინდა

ისინი მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ.

გამშვები პუნქტები დღეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერა და იქ პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და ექიმებს შეხვდა.

„თელავის შემოსასვლელებში 31 მარტს მოწყობილ ოთხ საკონტროლო პუნქტზე მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20%-ის კონტროლი ხდებოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

მასშტაბური დეზინფექცია – საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან>>

მისი თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციების წესის დარღვევის შემთხვევები არ შეინიშნება.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, რის შედეგადაც ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

ბლოკ–პოსტი - Sputnik საქართველო
საკონტროლო-გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, თელავის, ახალციხისა და გორის შესასვლელებში ბლოკპოსტებია მოწყობილი.

საქართველოში 6 აპრილს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დროისთვის არის 188 ინფიცირებული, აქედან განიკურნა 36, გარდაიცვალა – 2, კარანტინშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0