Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში "აგრესიული ტესტირების" დროს ინფიცირებულთა ზრდას არ ელოდებიან

© Sputnik / STRINGERმედიკოსები მოქალაქეებს საველე ჰოსპიტალში ტემპერატურას უზომავენ
მედიკოსები მოქალაქეებს საველე ჰოსპიტალში ტემპერატურას უზომავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
"აგრესიული ტესტირება" პირველ ეტაპზე ჩაუტარდება მიზნობრივ ჯგუფებს, და ამ სიაში პირველი სამედიცინო მუშაკები არიან.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. "აგრესიული ტესტირების" შედეგად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რადიკალური ზრდა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან დასძინა, რომ ეს მეთოდი სამედიცინო პერსონალთან უკვე გამოიყენება.

მინისტრის თქმით, სამედიცინო პერსონალის ტესტირება აგრესიული მკურნალობის დასაწყისში პირველი ნაბიჯია.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„აგრესიული ტესტირების" შედეგად რადიკალურ ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. როდესაც ალგორითმი შევცვალეთ და გარკვეულ ისეთ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, ეს არის პირველი ნაბიჯი "აგრესიული ტესტირების" დაწყებისკენ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "აგრესიული ტესტირება" ეტაპობრივად გაფართოვდება, რათა უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული კლასტერები.

ტიკარაძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლას გარკვეული გრადაცია აქვს, რომელსაც სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან.

„ყოველ ნაბიჯზე ალგორითმი და პრიორიტეტი იცვლება. ჩვენთვის "აგრესიული ტესტირება" არის პრიორიტეტი, მაგრამ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურ ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 188 ადამიანი, აქედან განიკურნა 36, გარდაიცვალა – 2, კარანტინშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0