თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
3  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა  სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ. 

ქვეყნის მასშტაბით მეორე ინფიცირებული მედიკოსი ეროვნული ბანკის იმ თანაშრომლის მეუღლეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

„თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს“, - განაცხადა გოგიტიძემ. 

მისი თქმით, ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

ტესტები - Sputnik საქართველო
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. მათი განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

„ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთნება. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენის მიზნით გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ინფექციურ კლინიკაში ახალ კორონავირუსზე დღეს ტესტი 16 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

3  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319  პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0