პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტესტები
ტესტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
3  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. ჩვენთან მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილთან კი, რომელთანაც ეჭვი გვქონდა კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხი მოვიდა, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
იზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არიან

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

რატიანის განცხადებით, სტაბილურია საუნივერისტეტო კლინიკაში მოთავსებული ორი ორსულის მდგომარეობაც. კერძოდ, 22 კვირის ორსულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, პათოლოგია არ უფიქსირდება. ასევე არ არის გამოხატული პათოლოგია ნაყოფის შემთხვევაშიც. რაც შეეხება მეორე, კორონავირუსით ინფიცირებულ 19 წლის ორსულ პაციენტს, მას ოდნავ მომატებული ტემპერატურა უფიქსირდება. მიმდინარეობს მისი სიმპტომური მკურნალობა და გართულებას ადგილი არ აქვს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი  ამოქმედდა. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში აქტიურია მოძრაობა „დარჩი სახლში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0