Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ეს გარდაუვალია“ – იმნაძე კორონავირუსით მედპერსონალის ინფიცირების შესახებ

© Sputnik / Shota Nozadzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმნაძის განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეციალისტებისთვის უცნობია პაციენტების ინფიცირების წყარო.

თბილისი,  6 აპრილი – Sputnik.  საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში,  მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებია დაფიქსირებული, რაც გარდაუვალია,განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, მედპერსონალი ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება და მსგავსი შემთხვევები კვლავ იქნება.

 „მედპერსონალის ინფიცირება ბევრ ქვეყანაში სამწუხარო რეალობაა და ეს გასაგებიც არის, მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ, ამიტომაც ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს.  ეს კიდევ მოხდება, რადგანაც ყოველთვის ძნელია ხოლმე ყველა  წესის ზედმიწევნით დაცვა,  მით უმეტეს მაშინ, როდესაც გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით.  ოდნავი დარღვევაც კი პირად დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში, შეიძლება, გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მედიკოსები მოქალაქეებს საველე ჰოსპიტალში ტემპერატურას უზომავენ - Sputnik საქართველო
საქართველოში "აგრესიული ტესტირების" დროს ინფიცირებულთა ზრდას არ ელოდებიან

იმნაძემ ასევე ისაუბრა  „სასწრაფო დახმარების“ ექიმის ინფიცირების საკითხზე. მისი სიტყვებით, ექიმი არა სამსახურში, არამედ ოჯახური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს ყველა იმ პირის მონიტორინგი, ვისთანაც ექიმს მორიგეობის პერიოდში ჰქონდა კონტაქტი.

როგორც ცნობილია, ბოლოს „სასწრაფო დახმარების“ ექიმი 31 მარტს მორიგეობდა და 11 ოჯახში იმყოფებოდა.

 „ეს ჩვეულებრივი ოჯახური კლასტერია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წამყვანია. ანუ დაავადებულთა უმეტესობა ერთი ოჯახის წევრია. აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევაც არის როგორც ოჯახური კონტაქტი და არა როგორც სამედიცინო საქმიანობისას ანუ პროფესიული კონტაქტისას დასნებოვნებული ადამიანი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სპეციალისტებისთვის უცნობია პაციენტების ინფიცირების წყარო.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მათი უმეტესობა უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდება. იმნაძის სიტყვებით, გამორიცხული არაა, რომ ორი კლასტერი ერთმანეთს გადაკვეთს.

6 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0