ფოთის ბაზარში რკინის ფულს დეზინფექციას უკეთებენ, ქაღალდისას - აუთოებენ

© Sputnik / STRINGERფულის დაუთოება
ფულის დაუთოება - Sputnik საქართველო
ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ მოქალაქეების კორონავირუსისგან უკეთ დასაცავად ახალი წესი შეიმუშავა, ბაზრის გარეთ მოვაჭრეებს კი ადმინისტრაცია შიდა ტერიტორიას უსასყიდულოდ სთავაზობს

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ფოთის ბაზარში რკინის ფულს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ, ქაღალდის ფულს კი აუთოებენ, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ფოთის ბაზარში შემსვლელი ყველა მოქალაქე ბაზრის შესასვლელ კართან თავის ფულს აძლევს პირს, რომელიც რკინის ფულს ანტისეპტიკურ ხსნარში ამუშავებს, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოებს და მფლობელს ისე უბრუნებს. 

უთო - Sputnik საქართველო
დააუთოვეთ ფული: იმნაძე მოსახლეობას კუპიურების დეზინფექციის გზებს სთავაზობს

ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი, მათ ურიგდებათ ხელთათმანებიც.

„ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან გარე ტერიტორიაზე და ეწევიან გარე ვაჭრობას. შემოვიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, აქ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს და ამისათვის ქირას არ გადავახდევინებთ“,-  განაცხადა ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 174 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დროისთვის 39 გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი - გარდაიცვალა. 

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური