3 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 3 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 აპრილი

2-11 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მზე მფარველობს. ამ პერიოდში დაბადებულები პატივმოყვარე, მტკიცე და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 15,19, 30, 35, 45, 57, 60, 76.

ამ ადამიანთა სიმბოლოა მაგნოლია.

© FB/ Zodiac Signsვერძი
3 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე პატივმოყვარე პიროვნებები არიან. პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესები, ხანდახან ვერ საზღვრავენ საკუთარ ძალებს და თავიანთ შესაძლებლობებს აზვიადებენ. ხშირად ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფების რჩევებს. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანების რჩევებისა და ინტერესების გათვალისწინება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

3 აპრილს დაბადებულები

3 აპრილს დაბადებულებს ძლიერი, მტკიცე ხასიათი აქვთ. თავიანთი არაორდინალური შესაძლებლობების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ. ისინი უპირობო ლიდერები არიან; ადვილად იძენენ მეგობრებსაცა და მტრებსაც. მათთვის ხელმისაწვდომია სიმდიდრეცა და ფუფუნებაც, განუსაზღვრელი ძალაუფლებაც, ასევე, ამის პარალელურად, ცხოვრებაში ხვდებათ ღალატიც, ბარიერებიცა და სირთულეებიც. ეს პიროვნებები არცთუ იშვიათად იკავებენ გავლენიან თანამდებობებს: მართავენ ქვეყნებს, წერენ კანონებს, ასრულებენ მართლმსაჯულებას. მათ ბუნებით აქვთ ბევრი რამ ბოძებული. მაგრამ თუ თავიანთ უნარებს დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებენ, უხალისო, აზრს მოკლებული მომავალი ელოდებათ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

3 აპრილს დაბადებულების მახასიათებელია სწრაფვა ხელისუფლებისა და ხელმძღვანელობისკენ. ისინი ადვილად ექცევიან მოვლენების ცენტრში. ეს ხდება მათი თავისებური ნიჭისა და ცოდნის, გამჭრიახობის წყალობით. მათი მთავარი მიზანია მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება. სამუშაოზე ზედმეტს არ ლაპარაკობენ, თავიანთ აზრს მკაფიოდ და ლაკონურად აყალიბებენ და ელოდებიან, რომ მათ ყველა უსიტყვოდ დაემორჩილება. მიუხედავად ამისა, ისინი დიქტატორებად არასდროს ყალიბდებიან. სხვებზე უპირატესობა და ძალაუფლება მათ თავიანთი ბუნებრიობისა და გულწრფელობის წყალობით აქვთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

3 აპრილს დაბადებულებს განვითარებული ინტუიცია აქვთ, შეუძლიათ ნებისმიერი პრობლემის არსს ჩაწვდნენ. ამ ადამიანების ჩიხში შეყვანა შეუძლია მხოლოდ მათ გულღიაობასა და სიხისტეს საკუთარი აზრების გადმოცემისას. გარშემომყოფები ძალზე აფასებენ მათ სულიერ თვისებებს, ხოლო მათი ფიზიკური ძალა, სხვადასხვა საჭიროებებისას, უბრალოდ, შეუცვლელია.

ამ დღეს დაბადებულებს წარმატების მიღწევა შეუძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად. არიან ძალზე მრავალმხრივი ადამიანები. ისინი კეთილშობილები და ხანდახან აბსურდამდე მიამიტები არიან. მათში შერწყმულია ხასიათის სრულებით განსხვავებული ნიშნები, მაგალითად, ბავშვურობა და ბრძნული მსჯელობა, ქარაფშუტობა, ეგოისტობა, რეალიზმი და პასუხისმგებლობა. მათთვის არ არის უცხო შეცდომები ცხოვრებაზე თავიანთ შეხედულებებში, მაგრამ ამაში რაიმე ბოროტი განზრახვა არ არის, ამიტომ მეგობრები და ახლობლები მათ ამ შეცდომებს, როგორც წესი, პატიობენ. ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ ისხდნენ ერთ ადგილზე დიდხანს, არ „ჩაიციკლონ" ერთ ცხოვრებისეულ როლზე. ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სრულყოფის შესაძლებლობა. ამიტომ მათ უნდა ისწავლონ უარის თქმა წამგებიან წინადადებებსა და პროექტებზე, მეტი დრო დაუთმონ თავიანთი დამოუკიდებლობის განვითარებას.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

3 აპრილს დაბადებულები ბუნებით ამტანი და კარგი ჯანმრთელობის მქონენი არიან. პრობლემები მაშინ უჩნდებათ, როცა თავიანთი ორგანიზმის მდგომარეობას დიდხანს არ აქცევენ ყურადღებას. ისინი მეტ დროს უთმობენ სხვების პრობლემებს და საკუთარი ჯანმრთელობისთვის დრო აღარ რჩებათ. ამ დღეს დაბადებულებს კარგი მადა აქვთ, ხანდახან სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ წონას ყურადღება უნდა მიაქციონ, რეგულარულად შეასრულონ ფიზიკური სავარჯიშოები. ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად მათთვის საუკეთესო საშუალებაა დასვენება სუფთა ჰაერზე და მოგზაურობა.

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი>>

რჩევა:

ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული სხვების მოსაზრებებზე. ნუ დაიტვირთავთ თავს სხვებზე ზედმეტი მზრუნველობით. უნდა განსაზღვროთ სწორედ თქვენთვის მნიშვნელოვანი სულიერი ფასეულობები, ყურადღება მიაქციოთ ემოციურ მდგომარეობას და აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალ-ახალი უნარები, ნიჭი. კარგი იქნება, თუ შეასუსტებთ კონტროლს თქვენს ახლობლებზე. ისწავლეთ ხანდახან მეორე ადგილზე ყოფნა ან სულაც ჩრდილში დარჩენა.

ყველა ახალი ამბავი
0