თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ცეკვის მოყვარულებს Caliente Dance Academy Tbilisi ("სალსა კალიენტე თბილისი") სიურპრიზს უკეთებს და ონლაინ ცეკვის გაკვეთილებს სთავაზობს.
ცეკვის პირველი გაკვეთილი 2 აპრილს, 19:00 საათზე ჩატარდება.
„აბა, მეგობრებო, სახლში ჩაკიდეთ ხელი მეუღლეს, შეყვარებულს, დას, ძმას, დედას, მამას... და მოემზადეთ ცეკვის გაკვეთილისათვის. სწავლებას დავიწყებთ სულ პირველი ნაბიჯებიდან, რაც იმას ნიშანავს, რომ მთავარია სურვილი და ყველაფერი გამოგივათ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.