Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რუსკა მაყაშვილი და მისი პატარა ვაჟი ერთად ცეკვავენ – როგორ გამოიყურება პატარა ილია

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოზიტიური დედა-შვილის მხიარული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. რუსკა და მისი ვაჟი მსახიობის მეგობარს ესტუმრნენ და ერთად უცეკვეს. საყვარელი ვიდეო დღის განწყობას აგიმაღლებთ...

მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. მათი პოზიტიური განწყობა ყველას მოსწონს, შესაბამისად, რუსკა და მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა გადაცემების სასურველი სტუმრები არიან. რუსკას ერთი ვაჟი – პატარა ილია ჰყავს. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა.

View this post on Instagram

first time in the theater ❤️

A post shared by Ruska Makashvili (@russana18) on

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. მას დაოჯახებამდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ამ მიზეზით მსახიობმა და მისმა ტელეწამყვანმა დამ გვარიც კი შეიცვალეს. ისინი დედის გვარზე გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, რუსკამ მამას ყველაფერი აპატია და ახლა დროს ერთად ხშირად ატარებენ. ამის შესახებ რუსკა მაყაშვილმა მასმედიასთან მხოლოდ ერთხელ ისაუბრა. სოციალური ქსელის მასალებით თუ ვიმსჯელებთ, ბაბუა და პატარა ილიაც დამეგობრდნენ.

View this post on Instagram

#რაშვები ? @oneto8_ #bakuriani2020

A post shared by Ruska Makashvili (@russana18) on

რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ. მაგრამ პოზიტიური რუსკა მასმედიის წარმომადგენლებმა „ვერ გამოტეხეს“.

ენერგიული რუსკა მაყაშვილი ფეხმძიმობამ და მომატებულმა კილოგრამებმა ვერ შეაჩერა. თეატრში მთავარი როლის შესრულებაზე და რეიტინგული ტელეპროექტების წაყვანაზე უარი არ უთქვამს. ორსულობის ბოლო თვემდე მოხდენილი ილეთებითა და ემოციური გამოსვლებით საზოგადოების გაკვირვებას იწვევდა. ახლა კი პატარა ილიას აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ტელეწამყვანობას, თეატრში რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე დასწრება–მონაწილეობას ასწრებს.

View this post on Instagram

შობას გილოცავთ 💫

A post shared by Ruska Makashvili (@russana18) on

 

რუსკამ საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია, როდესაც მსახიობი პირველად „საქართველოს ბანკის“ რეკლამაში 2010 წელს ფიფქიის როლით გამოჩნდა. მისი არტისტული ილეთები და მიმიკები, ახალმა თუ ძველმა თაობამ თანაბრად შეიყვარა. მალევე გარეთ აჩერებდნენ და ავტოგრაფს სთხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0