ევროკავშირის კრიტიკა, უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ყირიმში მიწის ნაკვეთების ფლობის აკრძალვის შესახებ, უაზრობაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ყირიმის მუდმივი წარმომადგენლობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მოლოხოვმა.
„ჩვენი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეტის პრეზიდენტის ბრძანებულებების აღიარებას ევროკავშირის მხრიდან“ — განუცხადა მან РИА Новости–ს.
მოლოხოვის თქმით, უცხოელებისთვის ყირიმის უდიდეს ნაწილში მიწების ფლობის აკრძალვა სტიმულს მისცემს საქმიან აქტიურობას ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე.
„ამასთან, საუბარიც კი არ შეიძლება იყოს ქონების რაიმე ტიპის იძულებით რეკვიზიციაზე ან კონფისკაციაზე. ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაიჭრას წინასწარი და ტოლფასოვანი კომპენსირებით“, — ხაზი გაუსვა მან.
მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება და გააფართოვა საზღვრისპირა ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებზეც უცხოელები, მოქალაქეობის არნქონე პირები და უცხოური იურიდიული პირები ვერ შეძლებენ მიწის ნაკვეთების ფლობას საკუთრებაში. ჩამონათვალში დამატებულია ყირიმის 11 რაიონი და 8 ქალაქი, ასე ვე სევასტოპოლის მუნიციპალური წარმონაქმნები.
ევროკავშირში ეს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ „არ აღიარებენ ამ ბრძნებულებას“.
ევროკავშირის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტი რუსეთის შემადგენლობაში ნახევრაკუნძულის იძულებით ინტეგრაციის კიდევ ერტ მცდელობაა.
პოლიტოლოგ ვლადისლავ განჟარას თქმით, ყირიმისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირის შეფასებას.
„ყირიმში უცხოეთი მოქალაქეებისთვის მიწის ფლობის აკრძალვამ უარყოფითი შეფერილობის ბობოქარი რეაქცია გამოიწვია ევროკავშირში, უკრაინასა და აშშ–ში. პირადად მე ეს რეაქცია მაოცებს, ვინაიდან აღნიშნული აკრძალვა არა მარტო ყირიმში (თუ რუსეთის ფედერაციაზე ვლაპარაკობთ), არამედ ბევრ სხვა სახელმწიფოშიც არსებობს, და ის შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. მოცემულ შემთხვევაში ის მიმართულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ინტერესებისა და მიწის რესურსების დაცვისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული კეთილდღეობისთვის. ეს განცხადებები ჩემთვის რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაა და მათ არანაირი შედეგი არ ექნება“, — თქვა განჟარამ.
პოლიტოლოგმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინის პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა დაუშვა. მისი ვარაუდით, ახლა ევროპელებს სურთ ამით სარგებლობა, რათა უკრაინელების კუთვნილ მიწებს დაეუფლნენ ყირიმის ტერიტორიაზე.
„პანდემიის პირობებში უკრაინელმა დეპუტატებმა მიიღეს კანონი უკრაინაში მიწების თავისუფალი გაყიდვის შესახებ. ეს იყო ერთადერთი რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ როგორღაც ეკუთვნოდა უკრაინელ ხალხს და მორატორიუმის საშუალებით ნარჩუნდებოდა. ამის შემდეგ უკვე გასაგებია, რომ უკრაინა უკანასკნელსაც დაკარგავს. ევროპის მოქალაქეები და იქაური კომპანიები ისურვებდნენ, რომ მიეღოთ მიწა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ეკუთვნით ყირიმში, მაგრამ ეს არასდროს მოხდება არანაირ პირობებში“, — აღნიშნა განჟარამ.