Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბუნებრივი იმუნიტეტი COVID-19-ზე ორი სხვა დაავადების დამსახურებაა: განმარტება იტალიიდან

© AP Photo / Andrew Medichiniსოციალური დისტანცირება რომში
სოციალური დისტანცირება რომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისარ ვენტურის ვარაუდით, პროვინციის მოსახლეობას, შესაძლოა, ორი მიზეზით ჰქონდეს ბუნებრივი იმუნიტეტი ახალ კორონავირუსზე და ის პროვინციაში გავრცელებულ ორ დაავადებას ასახელებს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. იტალიის პროვინცია ფერარას მოსახლეობას, შესაძლოა, იმუნიტეტი ჰქონდეს ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ, წერს ადგილობრივი გაზეთი La Nuova Ferrara.

​გამოცემა ეყრდნობა პროვინციაში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემებსა და ასევე რეგიონში სამოქალაქო თავდაცვის კომისარ სერჯიო ვენტურის განცხადებას.

„თუ ფერარას პროვინციაში დაავადების მონაცემებს დავხედავთ, შევნიშნავთ, რომ მის დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი, ყველა დანარჩენი კი უმეტესად ბოლონიასთან საზღვარზეა დაფიქსირებული. პროვინციის უმეტესი ნაწილი [კორონავირუსს] გადაურჩა“, — ციტირებს გამოცემა კომისრის სიტყვებს.

გაზეთის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ფერარაში COVID-19-ის სულ 307 შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან, ემილია–რომანიას რეგიონი, რომელშიც შედის კიდეც ფერარას პროვინცია, მეორე ადგილზეა იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობით.

კომისარ ვენტურის თქმით, ამ მოვლენის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა, მისი ვარაუდით, პროვინციის მოსახლეობას, შესაძლოა, ორი მიზეზით ჰქონდეს იმუნიტეტი ახალ კორონავირუსზე: თალასემიის (სისხლის მემკვიდრეობითი დაავადება) ან მალარიის გამო, რომლებიც პროვინციაშია გავრცელებული.

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: COVID 19-ზე საპირველაპრილო სიცრუე პატიმრობით დაისჯება>>

ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს 180 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 859 796 კაცი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 42 341 და განკურნებულია 178 301 ადამიანი.

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 189 618 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (105 792), მესამეზე – ესპანეთი (95 923). 

ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 48-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0